კლიმაქსი განაჩენი არ არის ნინო ბურჯანაძე თაკო ჩარკვიანი !!

ქართულ პოლიტიკას გიჟიები, ნაცები და ლეიბორიატები არ აკლდა თუმცა არასდროს გვყოლია კლიმაქსიანები და აი იპოვა თავისი ადგილი ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ და თაკო ჩარკვიანმა.

მათი ბრძოლის სტილი მთლიანად მორგებულია მათ ასაკობრივ ზღვარზე და ასაკობრივ კრიზისზე, შესაბამისად კლიმაქსის ელფერით ერთმა სულ ახლახანს და მეორემ ხელახლა შემოაბიჯა, პოლიტიკაში. მათ არ იციან რას ნიშნავს კომპლექსები და ასოკობრივი კრიზისი ისინი ემოციებს არ მალავენ და გამარჯვებისთვის იბრძვიან.

ირაკლი ჯანყარაშვილი

ელისო კილაძე გვარამიას მესიჯ ბოქსით

ქალბატონი ექსკლუზივი შეშფოთებული და აღტკინებულია თუ როგორ მოხდა ის, რომ მას და მის ფიურერ სააკაშვილს არ გამოუვიდა უფრო სწორად არავინ მისცა უფლება გარდაცვლილი შაქარაშვილის საქმით ერთს ქრონიკა პლიუსის რეიტინგი აეწია, როგორც ამას ნოდარიკო მელაძე აკეთებს და მეორეს პოლიტიკური ქულები დაეწერა.

ნიკანორე გვარამუშკას გადაუარა თავისმა სექტამაც კი და ეხლა ჯერი მადამ ექსკლუზივზე დადგება.

იმედი მაქვს ელოს სექტა იმდენაც ჩაციკლული ნაცები არ არის როგორც მათი დედოფალი და შესაბამის პასუხს გასცემს ტრაგედიით მოვაჭრე და მოსარგებლე ელისოს.

თამარ თორაძე: აი ‘’ყოფილი’ კრიმინალი და ‘ყოფილი” კაცის მკვლელი, რო ვერ შეირგებს თავისუფლებას და კიდე მეტს მოინდომებს ვისი ბრალია???აი ‘’ყოფილი’ კრიმინალი და ‘ყოფილი” კაცის მკვლელი, რო ვერ შეირგებს თავისუფლებას და კიდე მეტს მოინდომებს ვისი ბრალია???

ქვეყნის ! სააკაშვილის !! კონკრეტულად! აი ეთამარ თორეძე გიორგი რამიშვილის შესახებ წერს:აი ‘’ყოფილი’ კრიმინალი და ‘ყოფილი” კაცის მკვლელი, რო ვერ შეირგებს თავისუფლებას და კიდე მეტს მოინდომებს ვისი ბრალია???სეთები სანამ არსებობენ თანაც ფართო ბიზნეს ინდუსტრიაში მოგიკვდე ტანჯულო ერო რას ვაკეთებ მე ? ! რატო აქამდე არ დააჭერი ამათ ხელები და ფეხები ️ ბოლო წელი გაქვს “ზარალჩიკ” გპირდები!
წერს – თამარ თორაძე

თქვენს ჰაბიტუსებზე სიმწრის სიცილი იკითხება კიდევ ერთი მძიმე ტრაგედიით,რომ ვერ შეძელით ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებები და საზოგადოებისგან მიღებული ნეგატივით,რომ ვერ გამოიკვებეთ

რაღაც არ გეტყობათ ვინმეს ტრაგედია გაღელვებდეთ

ნაც-ტელევიზებს და ნაც-ლიდერებს მხოლოდ ერთი მიზანი გაქვთ როგორმე არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოთ.

თქვენს ჰაბიტუსებზე სიმწრის სიცილი იკითხება კიდევ ერთი მძიმე ტრაგედიით,რომ ვერ შეძელით ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებები და საზოგადოებისგან მიღებული ნეგატივით,რომ ვერ გამოიკვებეთ.

ტრაგედიით მანიპულირება,მხოლოდ სისხლიან ნაცებს და გაბოროტებულ ჟურნალისტებს შეუძლია ისეთებს,როგორიც ელისო კილაძეა.

წერს – ირაკლი ჯანყარაშვილი

ამერიკაში მოღვაწე მწერალი ირმა ბეგლარიშვილი სოციალურქსელში ჟორჟიკა რურუას შესახებ წერს

უკვე რამოდენიმე თვეა ტრიალებს ამ ინტერნეტ სივრცეში გიორგი(ჟორიკა რურუას) გამოძიების საქმე.
ეს ვითომ „ოპოზიციონერები“ ხელაღებით ითხოვენ, ისევ მათგან „პოლიტიკურ პატიმრად“ შერაცხულის გამოშვებას.
ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ მათ ეშინიათ ჟორიკა რურუასი. არა მგონია მისი სიყვარულით დნებოდნენ, მაგრამ ალბათ, ალბათ კი არა ჟორიკას პირის გაღების ეშინიათ და წინასწარ იზღვევენ თავს.
90-იანების მერე ხომ ბევრი ქურდი და ყაჩაღი მოგვევლინა ბიზნესმენად, სხვისი ფულებით გაყოყოჩებულებმა ცა ქუდად რომ არ მიიჩნიეს და დედამიწა ქალამნად. ეგ კი არა, იმხელა სითამამე ეყოთ ხელისუფლებშიც შეძვრნენ. და უზრუნველი მომავალი გაინაღდეს.
ასეთი ადამიანები შუბლზე ძარღვის გარეშე იბადებიან.
შეხედეთ მის უტიფარ თვალებს.
თვალებზევე ეტყობა რისი გამკეთებელიცაა. მე მეცოდება მისი შთამომავლობა. მისი შვილები. ამ ნაძირალა მამის შვილობით რომ უნდა იცხოვრონ და საუკუნო წყევლა-კრულვა დაიმსახურონ.
ცოტა სასცილოა, ასეთი მკვლელი მხოლოდ იარაღის ტარების ბრალდებით დააპატიმრო.
სასაცილოა ისიც, რომ ამერიკიდან სპეციალურად ჩაიყვანეს, იმიტომ რომ სხვისი გვარით იყო მექსიკიდან შემოპარული და ამ დროს წითელი ცირკულაციით იძებნებოდა, როგორც დამნაშავე.
მაგრამ ციხეში მოხვედრის ნაცვლად მისმა მზემ ამოსვლა იწყო. სააკაშვილს სწორედ მისი დ ამისი ძმის მსგავსი ნაძირლები სჭირდებოდა, რომ შიში დაეთესა ქვეყანაში.
არც შემცდარა, გაუმართლდა და „კრიშაც“ გარანტირებული ჰქონდათ. „კრიშა“ კი არა, მისი ძმა ნიკა რურუა კარნახობდა მიშას როგორ მოქცეულიყო.
ამდენი ხანია ციხეში ჰყავთ. ამდენი ცოცხალი მოწმე არსებობს, და მაინც „უჭირთ“ მისი ბრალეულობის დამტკიცება?!
ნებისმიერი დანაშაულის კვალზე ფაქტს ეძებენ…რომ დამნაშავე დაიჭირონ. აქ, ცოცხალი მოწმეა თამარ თორაძის სახით, ვის თვალწინაც ჩაცხრილა მისი ორი ძმა. და ეს საკმარისი არაა?!
რას ელოდებით?!
თავად აღიაროს თავისივე სისხლიანი საქმენი?
სინდისი იმათ ეღვიძებათ, ვისაც ოდესღაც ჰქონდათ. ამას არასოდეს ჰქონია და ღამეებიც მშვიდად ეძინა. თავისი ცოდვები არ აწუხებდა.
უუნარო რომ არის ხელისუფლება დიდიხნის წინ გავიგეთ. ეს ამდენი მცდელობაც არ მინდა დვაიჯერო წინასაარჩევნო შოუა.
ისე სხვათაშორის, მიშა რომ ყოფილიყო თქვენს ადგილზე, ჩადენილს კი არა, არ ჩადენილ დანაშაულს აღიარებინებდა დამნაშავეს.
რამდენი მოწმე გამოჩნდა. რამდენი მსხვერპლი…და კიდევ ასე იწელება ეს პროცესი.
რატომ?
მერე რომ იარაღის ტარებაზე გადაატარონ „პოლიტიკური პატიმარი?“
ერთხელ მაინც დადექით დაზარებულის გვერდით და ის „სამართალიც“ მხოლოდ საწყალი ხალხისთვის არ იყოს დადგენილი.
იმის მეასედი მაინც შეუსრულეთ ხალხს, რასაც ხელისუფლებაში მოსვლამდე დაპირდით.
რურუა „პოლიტიკური პატიმარი“ …
ეს იმდენად ამაზრზენია, რომ ალბათ მაგის გამართლება იქნება თქვენთვის ბოლო ლურსმანი.
ბევრჯერ მიფიქრია თამარ თორძეზე. 13 წლის ბავშვი და მისი დები…ღამით…ხუთ მიცვალებულთან მარტოდ დარჩენილები.
მშობლებ და ძმებ დახოცილი პატარა დები, რომლებსაც ყველასი და ყველაფრის ეშინოდათ. რომლებიც წლობით იმალებოდნენ ხან მონასტერში და ხან სად. რადგან ემუქრებოდნენ.
ბოლომდე გაძარცვეს…
ვფიქრობ სხვა ამდენს გაუძლებდა კიდევ სიცოცხლე გაეგრძელებინა?
წარმოდგენაც არ მინდა, ამ ყველაფრის.
თამარ თორაძეს მოეჩვენა ჟორიკა იქ?
ამაზე მეტი მოწმე ვინ გინდათ?
თვალწინ ძმები დაუხოცეს.
მოთმინებით ელოდება ამდენი წლის მერე მართლმსაჯულებას.
და ეს კითხვები, სად იყავით აქამდე…რამოდენიმე ტელევიზიიდან რომ გაიჟღერა, ცოტა სასაცილოა.
სად იყო აქამდე…აქამდე მისი ძმა მფარველობდა. თვითონ კი სააკაშვილის შავი საქმეების შემსრულებელი იყო. ახლა კი სწორედ ის ხალხი ცდილობს მისი“უდანაშაულობის“ დამტკიცებას, ვისაც ბოლოც და თავიც დასვრილი აქვს.
აი ვინ არიან ის „პოლიტიკოსები.“
ოპოზიცია კი არა…მოღალატეთა გრძელი არმიაა. ვერცხლზე დახარბებულნი და სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, თქვენ გაწყობთ ეს ყოველივე. რადგან იმათ ფონზე კიდევ დიდხანს გასძლებთ. წერს –
ირმა ბეგლარიშვილი

ბრუნდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში ???

გიორგი კვირიკაშვილი 2018 წლის 13 ივნისს თანამდებობიდან გადადგა ამხნის განმავლობაში ის სოციალურ ქსელში პერიოდულად აფიქსირებდა თავის პოზიციას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე.

ექსპრემიერი გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა.

* * *
გიორგი კვირიკაშვილი
მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და, შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი.
ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის.

* * *
როგორც სტატუსიდან ვკითხულობთ ყოფილი პრემიერი მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებებს.

არის თუ არა ეს პირველი განაცხადა ან ნიადაგის შემზადება პოლიტიკაში დასაბრუნებლად ამას მომავალი გვიჩვენებს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კალაძის მიერ წამოწყებული კამპანია ფეიკნიუსების წინააღმდეგ ცივი შხაპი იყო ლიბერალური მედიისთვის

კალაძის მიერ წამოწყებული კამპანია ფეიკნიუსების წინააღმდეგ ცივი შხაპი იყო ლიბერალური მედიისთვის და პირველი სოლიდური დარტყმაც ”სიმართლის მუშტიც” მიიღეს.

გაბუნიამ ისიც კი თქვა ზოგჯელ ჩვენც გვეშლეობაო, ანუ იმდენად არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო კალაძის პასუხები,რომ
ვერ გაექცა და აღიარა ოღონდ შეცდომა დაარქვა, მთლად ვეღარ თქვა მატყუარა ვირიშვილები ვართო.

ირაკლი ჯანყარაშვილი

“ქართულ ოცნებაში” ჩანერგილი დივერსანტები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამუშავდნენ და ამას 2020 – ს ოქტომბერშიც გააკეთებენ

“ქართულ ოცნებაში” ჩანერგილი დივერსანტები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამუშავდნენ და ამას 2020 – ს ოქტომბერშიც გააკეთებენ თუ ზომებს არ მიიღებთ – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის დანიშვნა ზარზეიმით აღნიშნეს ირაკლი შარაბიძის კაბინეტში თავად შარაბიძემ, ირაკლი დოლიძემ, მამუკა გუნდაძემ. ისინი ღიად აფიქსირებდნენ სიძულვილს არსებული ხელისუფლების მიმართ და ელოდნენ ნაცების დაბრუნებას. თავად ირაკლი შარაბიძე ხომ ლევან ვარშალომიძის წარდგინებით 2011 წელს კარბელაშვილმა დანიშნა რექტორად, ხოლო მისი სადოქოტრო თემა კი თავად გურამ ვარშალომიძემ უზრუნველყო. მამუკა გუნდაძე კი ყოფილი სამხედრო კომისარი გახლდათ, მგონი კანონთანაც ქონდა პრობლემები და 2012 წელს საკუთარ სახლში ქონდა გახსნილი შტაბი, ნუ პარტიულ კუთვნილებას აღარ ჭირდება დაფიქსირება..

შარაბიძეს ყავს სტუდენტების ის ნაწილი კომფორტულ გარემოში, რომლებიც 2018 წელს ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელთან პატარა ხეებით ხელში პერფორმანსის მთავარი სახეები იყვნენ და აპროტესტებდნენ დენდროლოგიური პარკის მოწყობას. შარაბიძე ხელს უშლიდა პირადად არჩევნების დროს სამთავრობო გუნდის გულშემატკივრებს. მას დასაქმებული ყავს აკადემიაში უახლოესი ნათესავები დაახლოებით 18-20 კაცი. სიმამრი ყავს დასაქმებული სამეურნეო სამმართველოს უფროსად და ძნელი არ არის საფუძველი და მიზანი მიხვდეს ადამიანმა, სულ ახლახანს ჯართის მიტაცების ამბავიც მიჩქმალეს ჩუმად, როგორც ვიცით ერთ-ერთი მისი გარემოცვის წევრიც კი დაიტუქსა ამ წვრილმანი გარიგებების გამო. შარაბიძეს ქონდა მამხილებელი დოკუმენტაცია სადაც ის ამხელდა იოსელიანს ლალი ხვედელიძის საზღვაო სასწავლებელის რომელიღაც აკრედიტაციია უფლების მინიჭებაში. მას ქონდა მამტკიცებელი დოკუმენტაცია ამის შესახებ და უნდა გადაეცა შესაბამისი სტრუქტურებისთვის, მაგრამ არჩევნების შემდგომ გარიგება შედგა მას და იოსელიანს შორის და “ დათბენ და დატკბენ” ეს ორი კორუმპირებული ნაცი მაღალჩინოსნები.. 2018 წლის ზაფხულში თურქეთშიც ესწრებოდა ლევან ვარშალომიძის პარტიულ კრებას და ღებულობდა დირექტივებს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ თავად თორნიკე რიჟვაძის მიმართაც არ იშურებდა კომპლიმენტებს და მოიხსენიებდა როგორც………

აკადემიაში აუდიტის სამსახურის შესვლით ნათელი აეხდება ფარდას თუ როგორ მდიდრდებიან ნაცების სათავეში დაბრუნების მოლოდინში სახელმწიფოს მტრები. გადახედეთ ლექციების საათებს და იქ ნახავთ ბევრ ისეთ ლექტორის სააათებს, რომლებიც საერთოდ არ დადიან აკადემიაში და აგრეთვე წარმოადგენენ ხელისუფლების მტრების ოჯახის წევრებს. საზღვაო აკადემიაში და საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში თავდაყირა დგას ყველაფერი ნაცებს აქვს ჩაგდებული ხელში მაღალი თანამდებობები და იქედან ეწევიან ოცნების მაღალჩინოსნების დისკრედიტაციას, განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილი იწვევს მათში გაღიზიანებას.”

ჩარეცხილი ბურჯანაძე

ბურჯანაძის აღმაფრენა დიდ პოლიტიკაში მაშინ დასრულდა როდესაც 26 მაისს სისხლიანი დარბევის დროს მომიტინგეები სამარცხვინოდ მიატოვა.

ინტელექტუალი ნინო კი მაშინ ჩაირეცხა საბოლოოდ როდესაც ბოკერიასთან ერთად ნათელაშვილის ”ფანჩატურში” ყავაზე და ნამცხვარზე საჭორაოდ დაძვრებოდა.

აი მაშინ გაპაზორდა სობოლოოდ როდესაც თაკო ჩარკვიანის სალაპარაკო გაიხადა თავი და ბოკერიასგან პანჩური მიიღო.

კახა კალაძე – დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ, დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!

დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ – დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას, – წერს „ფეისბუქში“ დედაქალქის მერი კახა კალაძე. ის მედიით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციაზე საუბრობს.

„რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო, გადამწვარ ამაზონის ტყეს რატომ დაეხმარე, რაში გაინტერესებსო, ფეისბუქზე რატომ წერო, ბოლოს – „ტიკ-ტოკი“ რატომ გაქვსო.

რაც „ქართული ოცნება“ შეიქმნა, მას მერე სულ უჩიჩხინებენ. არადა, არ უნდა ამ ადამიანს პოლიტიკასთან გაკარება, არის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე და თავის სიხარულს, ინტერესებს, გულისტკივილს, ცხოვრების საინტერესო მომენტებს გამოხატავს ისე, როგორც უნდა, როგორც ნებისმიერი თქვენგანი.

უბრალოდ, ბევრად უფრო მეტი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრების თუ თანატოლების უმეტესობა. ისე, ტყუილს ლოგიკა რად უნდა, მთავარია ვირუსივით გაავრცელო, მიახველო სახეში ეთერიდან მოსახლეობას და „ხელებიც დამიბანია“.

ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ „ფეიკმოღვაწეობაზეა“, ეს სტატუსი ისევ „მთავარ“ მატყუარაზეა… საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის.

ამორალურია ეს ყველაფერი!

დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ – დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!

#არატყუილს #არასიცრუეს“, – წერს კახა კალაძე.

ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაცია ABC გარი კასპაროვმა და სხვებმა გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მაუწყებელმა საკითხი წამოჭრა – არის თუ არა ჭადრაკი რასისტული, რადგან როგორც წესი, თეთრი ფიგურები იწყებენ სვლას

ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაცია ABC-ის სიდნეის რადიოსადგურმა საკითხი წამოჭრა – არის თუ არა ჭადრაკი რასისტული, რადგან როგორც წესი, თეთრი ფიგურები იწყებენ სვლას. ამის გამო იგი ცნობილმა რუსმა მოჭადრაკემ გარი კასპაროვმა და ავსტრალიური ჭადრაკის ყოფილმა წარმომადგენელმა ჯონ ადამსმა სოციალურ ქსელში მაუწყებელ გააკრიტიკეს, მოსაზრებას უწოდეს უაზრობა და გადასახადის გადამხდელების დოლარების ფლანგვა.

ადამსის თქმით, მას ABC-დან დაუკავშირდნენ და კომენტარი სთხოვეს იმის თაობაზე, რომ ჭადრაკში თეთრი ფიგურა იწყებს პირველი და არის თუ არა აქ რასობრივი კონტექსტი, უნდა დაიწყოს თუ არა თეთრმა თამაში. ადამსი აცხადებს, რომ მან ისინი სხვა პიროვნებასთან გადაამისამართა. შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა:  „ABC იზიარებს შეხედულებას, რომ ჭადრაკი რასისტულია, რადგან პირველი ყოველთვის თეთრები იწყებენ. გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებულული ეროვნული მაუწყებელი მარქსისტული იდეოლოგიური ჩარჩოებიდან უყურებს ყველაფერს და ყველას  ავსტრალიაში“.

„თუკი თქვენ გაწუხებთ, რომ ჭადრაკის თამაში რასისტულია, გთხოვთ ითამაშეთ ის, სადაც შავები იწყებენ პირველები იმის ნაცვლად, რომ უგუნუებად გამოიყურებოდეთ გადასახადების გადამხდელების ფულის ხარჯვით სახელმწიფო მაუწყებელში „გამოძიებისას“ – წერს გარი კასპაროვი.

წყარო: https://www.jpost.com/international/top-chess-personalities-slam-abc-for-questioning-if-chess-is-racist-632604?fbclid=IwAR2Fscv0oJO0mbWNUPv5_wwkkw0oXCPi3n0WR60rIXE9LlV79M7o-V5Mn5U

ნაციონალური მოძრაობა ვაჭრობს რურუას დაკავებით და ცდილობს დაგვაჯეროს,რომ მისი განთავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი ყო

ჰუბერტ ქნირში – გერმანიის ელჩი 8 მარტის შეთანხმებაზე და რურუას განთავისუფლების საკითხზე განმარტებებს აკეთებს.


ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

„მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც ვიყავით, იყო ის, რომ პოლარიზაცია საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ არ შეეძლოთ, შეხვედროდნენ და კომპრომისზე ემუშავათ დიპლომატების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიკისრეთ ეს როლი. მოლაპარაკებების 90 პროცენტი კონცენტრირებული იყო საარჩევნო სისტემაზე, პირდაპირი წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობაზე. რიცხვთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოდ იქნა შეთანხმებული – 30, რთული მოლაპარაკებები მიდიოდა თვეების განმავლობაში.

რეალურად, უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში პოლარიზაცია ასეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, დიპლომატების თანდასწრებით ადამიანებს ჰქონდათ გონივრული მოლაპარაკებები, ისინი იყენებდნენ არგუმენტებს და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს შესაძლებელია ქართულ პოლიტიკაში და გარკვეული მოთმინების შედეგად ჩვენ მივედით 8 მარტის კონსენსუსამდე“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

მისივე თქმით, მომავალი ორშაბათი შეთანხმების შესასრულებლად იქნება გადამწყვეტი დღე.

„ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო რვა მარტის შეთანხმების ნაწილი, მათი წარმომადგენლები პარლამენტში მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც შეთანხმება რვა მარტს იყო მიღწეული. როგორც ფასილიტატორების ჯგუფმა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გავავრცელეთ ერთი კვირის წინ, სადაც აბსოლუტურად მკაფიოდ ნათქვამია, რომ ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველა ძალამ დაუჭიროს მხარი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც არის ჩვენი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგი.

ბატონი რურუა არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში. ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. ცოტათი გაკვირვებული ვარ, რომ ახლა არის განხილვის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის შესწორებების შესაძლო ჩავარდნაზე დანაშაულის მიწერა – ოპოზიცია აცხადებს, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება პარლამენტში, უმრავლესობის პარტია იქნება დამნაშავე ამაში, უმრავლესობა კი, რა თქმა უნდა, აცხადებს, რომ თუ ის ჩავარდება, ის ჩავარდება იმიტომ, რომ თქვენ არ მიიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე არ ეხება დადანაშაულებას, არამედ დამსახურებასა და შექებას. თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება, მაშინ შექებას დაიმსახურებენ ისინი, ვინც მას მხარი დაუჭირა პარლამენტში“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.