2007 წლის 7 ნოემბრის მძიმე დღეების შემდეგ დაწინაურებული კაპიტანი გიგაური გერმანიის ელჩს უნდობლობას უცხადებს

ეკა გიგაური – მიუხედავად იმისა, რა აზრი ექნება გერმანიის ელჩს, ჩემი მოსაზრება სოფო კილაძესთან დაკავშირებით არ იცვლება, ის შორს არის ადამიანის უფლებების დაცვისგან

ადამიანის უფლებები 50 – თ NGO –  დან არავის ახსენდებოდა 9 წლის განმავლობაში.
გაჩუმებული უცქერდნენ მიშა მიშას ძახილით როგორ უსწორდებოდა მშვიდობიან მომიტინგეებს რეჟიმი.
როგორ იჭერდნენ ჟურნალისტებს და როგორ არბევდნენ მედიას.

კითხეთ ვინმემ ქალბატონ კაპიტანს მისი შსს – ში მოღვაწეობის დროს იცავდა თუ არა ვინმე ადამიანის უფლებებს ? ან აძლევდა თუ არა ის არასამთვარობო სექტორს მსგავს განცხადებების გაკეთების უფლებას ?

გერმანიის ელჩის პოზიციას, რომ არ იზიარებ და მარტო შენდა ბაია ხართ ერთ აზრზე აი ამიტომაც ხართ ნაცები იქ სადაც ხართ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კახა კუკავა და გირჩი პილიტიკურ გაერთიანებას შექმნის ???

სოციალურქსელში გავრცელდა ფოტო
სადაც კახა კუკავა გირჩის ოფისში შეხვედრას მართავს

კუკავა ბოკერიასთან და ჯაფარიძესთან ერთად ხვდება სალომე სამადაშვილს და იაგო ხვიჩიას.

ფოტო არ არის კონკრეტული თარიღით თუმცა კუკავას გირჩთან და ბოკერიასთან დაძმობილება უცხო ნამდვილად არ არის.

სავარაუდოდ კახა კუკავა თავის პოლიტიკურ მომავალს გირჩთან და ბოკერიასთან ერთად ხედავს.

რომან გოცირიძეს და სამადაშვილს სასაცილოდაც კი არ ჰყოფნით, როდესაც მათ 9 წლიან დანაშაულებს ახსენებენ

სალომე სამადაშვილს მაშინაც ესეთი ირონიული ღიმილი ჰქონდა სახეზე  როდესაც სააკაშვილის რეჟიმი შუა ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს !!!

26 მაისსაც ესეთი ირონიული იყო ალბათ !!!

ესეთი ცინიზმით სავსე იყო 2008 წელსაც ? ჩვენი გმირების მცხედრები რომ მიატოვა ჩასვრილმა მთავარ სარდალმა.

ვხედავთ როგორი ირონიულია ის ნაცჯალათების მიერ ჩადენილი დანაშაულების შეხსენების დროს !!

რა თქმა უნდა ნათელია,რომ სააკაშვილის ზონდერ პარტია არაფერს არ ნანობს და უფრო მეტიც მათი პასუხი სისხლიან 9 წელზე ირონია და დაცინვაა !!!

კონგრესმენი კისინგერი აგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას და რატომღაც თვლის,რომ მან უნდა გადაწყვიტოს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი

„არ დავიწყებ განსჯას, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება“ – კონგრესმენი

-„მივიღე ინფორმაცია, ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. როგორც მივხვდი, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ხმა. მსურს, მივულოცო ყველას ეს პოზიტიური ნაბიჯი. ჩემი მოწოდებაა, 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება. არ დავიწყებ განსჯას, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ჩვენი საქმეა, გავაგრძელოთ ორივე მხარის გამხნევება, – იმუშაონ ერთობლივად და სწორედ ამას ვაკეთებ ახლა. ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება. მხარეებს შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. არ შევალ დეტალებში. შეთანხმების ყველა ხელმომწერმა იცის შეთანხმების პირობები. პარლამენტში მიღწეულია მართლა კარგი პროგრესი ამ მიმართულებით. არის კიდევ ერთი მოსმენა, დარჩენილია კიდევ ნაბიჯები. საჭიროა შეთანხმების სრულად შესრულება. ყველა ქართველი იმსახურებს, პარლამენტი წარმოადგენდეს მათ. ასევე თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულება წარმოადგენდეს ყველა ქართველს“, – განაცხადა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერიმ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა.

ნატო ვეღარ იქნება უსაფრთხოების გარანტი

ემანუელ მაკრონი – თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს და ბერლინის კონფერენციის ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულების წინააღმდეგ მიდის, ჩვენ არ შევეგუებით იმ როლს, რასაც თურქეთი ლიბიაში ასრულებს

საფრანგეთი არ მოითმენს თურქეთის სამხედრო ინტერვენციას ლიბიაში – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა და ანკარა „სახიფათო თამაშში“ დაადანაშაულა.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვწერდი,რომ ლიბიის საკითხი და თურქეთის დესტრუქციული მოქმედებები ნატოს წევრ სახელმწიფოებში დისონანსს შეიტანდა და დაძაბულობას გაზრდიდა.

ღმელთა შუა ზღვის ორი სახელმწიფოს გეოპოლიტიკურმა ინტერესბმა და ამ ინტერესების დაცვამ შეიძლება თურქეთის ნატოდან გამოსვლის საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.

საგულისხმოა,რომ ამერიკის და გერმანიის დაპირისპირებას ფრანგულ თურქული დაძაბულობა ემატება რაც ნატოს წევრი ქვეყნების პარტნიორობას მნიშვნელოვან ბზარებს უჩენს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

ბათუმი საფრთხეშია !!!

აბა ბათუმი და ბათუმელებო კარგად მოისმინეთ ეს ინფორმაცია რაშია საქმე!
სანამ თქვენ ჩუმად ხართ და ელოდებით ამ საშინელების მშენებლობას ბათუმის ნავსადგურში მანამ იხილეთ მისი ძალა და სისასტიკე!
ეს უბედურება აშშ-ში ტეხასში მოხდა 2019 წლის 27 ნოემბერს!
ამის მერე მიხვდით თუ რამხელა ბომბზე სვამს სრულიად ბათუმს ჩვენი უცოდინარი და კორუმპირებული რეგიონის მართველობა!
კითხვა ყოველ დღე უფრო აქტუალური ხდება რატომ წირავენ ბათუმს და რატომ აყენებენ ასეთი რისკის ქვეშ ბათუმელებს?!
სად აშშ-უსაფრთხოების სამსახურები და სად საქართველოსი

ტეხასი 2019 წელი

ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის დაპირისპირება ჯანეზაშვილის გამარჯვებით დასრულდა

ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის დაპირისპირება ჯანეზაშვილის გამარჯვებით დასრულდა

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა
„მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის“, – განაცხადა დოლიძემ.

თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაცია სააკაშვილის უკანალის მლოკველი და სამშობლოს ღალატის მაღიარებელი ირაკლი ოქრუაშვილის აბარია

სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილია !!

წინა საარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაში შედის და როლები უკვე გადანაწილებული აქვთ.

თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაცია სააკაშვილის უკანალის მლოკველი და სამშობლოს ღალატის მაღიარებელი ირაკლი ოქრუაშვილის აბარია.

ოქროაშვილთან ერთად ევროპაში მყოფი ახალაიას ყოფილი ”ნასედკა” ვინმე ნემსაძე ერთვება თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში.

მიზანი ერთია გაანეიტრალონ ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი და დააკნინონ უწყება,რომელსაც საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობა.
Irakli Garibashvili

გიორგი გახარია: ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის. ძალიან კარგად მესმის, რა ზემოქმედება აქვს ამას ეკონომიკაზეძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის. ძალიან კარგად მესმის, რა ზემოქმედება აქვს ამას ეკონომიკაზე

ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის. ძალიან კარგად მესმის, რა ზემოქმედება აქვს ამას ეკონომიკაზე – ამის ახსნა არ მჭირდება. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ის ცოდნა და კომპეტენცია, რომელიც არის მიღებული იქ, მისი საქართველოში ჩამოტანა. ამისთვის, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა ეკუთვნის. მინდა, პირველ რიგში გისურვოთ ჯანმრთელობა და გისურვოთ, რომ დავრჩეთ აქ. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ ვიშრომოთ და მივაღწიოთ იმას, რისი გაკეთებაც უკვე ვისწავლეთ და რა გამოცდილებაც იქ მივიღეთ – ეს არის ყველაზე მთავარი და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა; უნდა ვიცოდეთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერი არ არის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო გაკიცხა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ამერიკაში  პოლიციის ქცევისა და რასობრივი კუთხით არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს

მაიკ პომპეუ: „გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის ვენესუელა, კუბა და ჩინეთი, დიდი ხანია იყო და ახლაც რჩება დიქტატორების სამოთხედ, საბჭოს მიერ აშშ-ის თაობაზე მხარდაჭერილი რეზოლუცია ახალი უკიდურესი მაჩვენებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო გაკიცხა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ამერიკაში  პოლიციის ქცევისა და რასობრივი კუთხით არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს.

„გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის ვენესუელა, კუბა და ჩინეთი, დიდი ხანია იყო და ახლაც რჩება დიქტატორების სამოთხედ და იმ დემოკრატიებისა, რომლებიც მათ იწყნარებენ. ეს საშინელი იმედგაცრუებაა მათთვის, ვინც ჭეშმარიტად ცდილობს ადამიანის ღირსების დაფასებას. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირათ აშშ-ში პოლიციისა და რასობრივი კუთხით არსებულ მდგომარეობაზე რეზოლუციისთვის, ახალი უკიდურესი მაჩვენებელია“, – განაცხადა პომპეომ.

აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2018 წელს დატოვა.

რეზოლუციაში, რომლის მონახაზი ბურკინა ფასომ, ირანმა და „პალესტინის სახელმწიფომ“ შეადგინეს, გამოთქმულია შეშფოთება აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ადგილებში სამართალდამცავ ორგანოებში აფრიკელებისა და აფრიკული წარმომავლობის ადამიანების წინააღმდეგ არსებული რასობრივი დისკრიმინაციისა და ძალადობრივი პრაქტიკის გამო, ასევე სისხლის სამართლებრივი  სისტემისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული რასიზმის გამო.

აღნიშნული რეზოლუცია აშშ-ში გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის საქმის გამოძახილია.

ბ-ნო პრემიერო თორნიკე რიჟვაძე გახვედრებთ იმ ბიზნესმენებს,რომლებიც წინასწარ გაცხრილულ სიაშია შეყვანილი და თქვენთან მთვარ პრობლემებზე საუბარს არ და ვერ გაბედავენ

ამ ბიზნესმენების ბიზნესებს პრობლემები არ ექმნება და ესენი თითზე ჩამოსათვლელია რეგიონში, აქ მთავარია კლანთან დაალაგო და ატკატი მიიტანო.

ძალიან მინდა მჯეროდეს,რომ თქვენ ამ უსამართლობას არ იცნობთ რაც დღეს, ხდება აჭარაში თორემ არ დაუშვებდით.

ბ-ნ პრემიერო თორნიკე რიჟვაძე გახვედრებთ იმ ბიზნესმენებს,რომლებიც წინასწარ გაცხრილულ სიაშია შეყვანილი და თქვენთვის მთვარ პრობლემებზე საუბარს არ და ვერ გაბედავენ.

ბათუმში და ქობულეთში შევიწროვებულია ყველა ბიზნესმენი,რომლებიც 2011 წლიდან Bidzina Ivanishvili – ს გვერდით იბრძოდა, შევიწროვებული და დატერორებულია ყველა ის ბიზნესმენი,რომლებსაც ინვესტიციის ჩადება სურს ტურისტულ სექტორში, წინაღობები ექმნება ქობულეთის მერიისგან.

მირიან ქათამაძეს საკუთარი ბიზნეს ინტერესები გააჩნია მუნიციპალიტეტში და არავის აძლევს უფლებას ჩადოს ინვესტიცია თუ ის პირად სარგებელს ვერ მიიღებს.

იკარგება სამუშაო ადგილები და იზღუდება ტურიზმის განვითარება მირიან ქათამაძე კლავს ყოველგვარ პერსპექტივას ქობულეთში, ტურიზმის განვითარების და ამას აყოლებს პარტიულ ინტერესებს.

იგივე მდგომარეობაა ბათუმშიც, თუ რიჟვაძის კლანთან არ ხარ დაახლოებული რეგიონში არაფერს წარმოადგენ, ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის,რომ ქართული ოცნება ამგვარად უხდის სამაგიეროს მათ მხარდამჭერებს რეგიონში.

ჩაერიეთ სანამ დროა და შეხვდით ტურისტულ სექტორში დასაქმებულებს და იმ ბიზნესმენებს აჭარაში, რომლებსაც რიჟვაძე – ჩიქოვანი – ქათამაძის ბიზნეს რეკეტიორი დაჯგუფება თქვენგან მალავს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ალექსანდრე ერქვანიამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 8 მარტის შეთანხმებას პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უწოდა

ალექსანდრე ერქვანია: „სამარცხვინოა, როცა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩებისა და დიპლომატების სადილებსა და ვახშამზე წყდება, დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს, ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლების და პირადი კეთილდღეობისთვის, ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულ შეთანხმებას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“ – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კენჭისყრაზე 136-მა დეპუტატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 დეპუტატი წავიდა.

ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით – 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც –  პარტია, რომელიც არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შესძლებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ალექსანდრე ერქვანიამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 8 მარტის შეთანხმებას პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უწოდა.

„წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილება არ არის ის, რასაც დაპირდით ხალხს ერთი წლის წინ. ეს არის ოპოზიციასთან მოსახლეობის ზურგს უკან, ფარული პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ არის, რომ მოსახლეობამ დღემდე ვერ გაიგო, რაზე შეთანხმდნენ და რა პასუხისმგებლობა აიღეთ. სამწუხაროდ, ხელისუფლების სიტყვამ ფასი დაკარგა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ხელისუფლების გაუგებარი ნაბიჯები ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ავტორიტეტს და, რაც მთავარია, ქვეყნის ღირსებას. ამის შედეგია, ოკუპანტები ბოდიშის მოხდას რომ გვთხოვენ, ხოლო ზოგიერთები თავს უფლებას აძლევენ, თითის ქნევით გველაპარაკონ და გვიკარნახონ, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი საშინაო საკითხები. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკოსებისთვის ევროპარლამენტის წევრებისა და კონგრესმენების სიტყვა უფრო მნიშვნელოვანი და ფასეულია, ვიდრე საკუთარი მოსახლეობის. სამარცხვინოა, როცა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი  საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩებისა და დიპლომატების სადილებსა და ვახშამზე წყდება. დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს, ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლების და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულ შეთანხმებას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“,