ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის დაპირისპირება ჯანეზაშვილის გამარჯვებით დასრულდა
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა „მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის“, – განაცხადა დოლიძემ.
ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის. ძალიან კარგად მესმის, რა ზემოქმედება აქვს ამას ეკონომიკაზე – ამის ახსნა არ მჭირდება. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ის ცოდნა და კომპეტენცია, რომელიც არის მიღებული იქ, მისი საქართველოში ჩამოტანა. ამისთვის, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა ეკუთვნის. მინდა, პირველ რიგში გისურვოთ ჯანმრთელობა და გისურვოთ, რომ დავრჩეთ აქ. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ ვიშრომოთ და მივაღწიოთ იმას, რისი გაკეთებაც უკვე ვისწავლეთ და რა გამოცდილებაც იქ მივიღეთ – ეს არის ყველაზე მთავარი და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა; უნდა ვიცოდეთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერი არ არის.
მაიკ პომპეუ: „გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის ვენესუელა, კუბა და ჩინეთი, დიდი ხანია იყო და ახლაც რჩება დიქტატორების სამოთხედ, საბჭოს მიერ აშშ-ის თაობაზე მხარდაჭერილი რეზოლუცია ახალი უკიდურესი მაჩვენებელია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო გაკიცხა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ამერიკაში პოლიციის ქცევისა და რასობრივი კუთხით არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს.
„გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის ვენესუელა, კუბა და ჩინეთი, დიდი ხანია იყო და ახლაც რჩება დიქტატორების სამოთხედ და იმ დემოკრატიებისა, რომლებიც მათ იწყნარებენ. ეს საშინელი იმედგაცრუებაა მათთვის, ვინც ჭეშმარიტად ცდილობს ადამიანის ღირსების დაფასებას. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირათ აშშ-ში პოლიციისა და რასობრივი კუთხით არსებულ მდგომარეობაზე რეზოლუციისთვის, ახალი უკიდურესი მაჩვენებელია“, – განაცხადა პომპეომ.
აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2018 წელს დატოვა.
რეზოლუციაში, რომლის მონახაზი ბურკინა ფასომ, ირანმა და „პალესტინის სახელმწიფომ“ შეადგინეს, გამოთქმულია შეშფოთება აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ადგილებში სამართალდამცავ ორგანოებში აფრიკელებისა და აფრიკული წარმომავლობის ადამიანების წინააღმდეგ არსებული რასობრივი დისკრიმინაციისა და ძალადობრივი პრაქტიკის გამო, ასევე სისხლის სამართლებრივი სისტემისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული რასიზმის გამო.
აღნიშნული რეზოლუცია აშშ-ში გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის საქმის გამოძახილია.
ამ ბიზნესმენების ბიზნესებს პრობლემები არ ექმნება და ესენი თითზე ჩამოსათვლელია რეგიონში, აქ მთავარია კლანთან დაალაგო და ატკატი მიიტანო.
ძალიან მინდა მჯეროდეს,რომ თქვენ ამ უსამართლობას არ იცნობთ რაც დღეს, ხდება აჭარაში თორემ არ დაუშვებდით.
ბ-ნ პრემიერო თორნიკე რიჟვაძე გახვედრებთ იმ ბიზნესმენებს,რომლებიც წინასწარ გაცხრილულ სიაშია შეყვანილი და თქვენთვის მთვარ პრობლემებზე საუბარს არ და ვერ გაბედავენ.
ბათუმში და ქობულეთში შევიწროვებულია ყველა ბიზნესმენი,რომლებიც 2011 წლიდან Bidzina Ivanishvili – ს გვერდით იბრძოდა, შევიწროვებული და დატერორებულია ყველა ის ბიზნესმენი,რომლებსაც ინვესტიციის ჩადება სურს ტურისტულ სექტორში, წინაღობები ექმნება ქობულეთის მერიისგან.
მირიან ქათამაძეს საკუთარი ბიზნეს ინტერესები გააჩნია მუნიციპალიტეტში და არავის აძლევს უფლებას ჩადოს ინვესტიცია თუ ის პირად სარგებელს ვერ მიიღებს.
იკარგება სამუშაო ადგილები და იზღუდება ტურიზმის განვითარება მირიან ქათამაძე კლავს ყოველგვარ პერსპექტივას ქობულეთში, ტურიზმის განვითარების და ამას აყოლებს პარტიულ ინტერესებს.
იგივე მდგომარეობაა ბათუმშიც, თუ რიჟვაძის კლანთან არ ხარ დაახლოებული რეგიონში არაფერს წარმოადგენ, ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის,რომ ქართული ოცნება ამგვარად უხდის სამაგიეროს მათ მხარდამჭერებს რეგიონში.
ჩაერიეთ სანამ დროა და შეხვდით ტურისტულ სექტორში დასაქმებულებს და იმ ბიზნესმენებს აჭარაში, რომლებსაც რიჟვაძე – ჩიქოვანი – ქათამაძის ბიზნეს რეკეტიორი დაჯგუფება თქვენგან მალავს.
ალექსანდრე ერქვანია: „სამარცხვინოა, როცა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩებისა და დიპლომატების სადილებსა და ვახშამზე წყდება, დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს, ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლების და პირადი კეთილდღეობისთვის, ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულ შეთანხმებას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“ – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, პირველი მოსმენით დაამტკიცა.
კენჭისყრაზე 136-მა დეპუტატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 დეპუტატი წავიდა.
ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით – 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც – პარტია, რომელიც არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შესძლებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ალექსანდრე ერქვანიამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 8 მარტის შეთანხმებას პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უწოდა.
„წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილება არ არის ის, რასაც დაპირდით ხალხს ერთი წლის წინ. ეს არის ოპოზიციასთან მოსახლეობის ზურგს უკან, ფარული პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ არის, რომ მოსახლეობამ დღემდე ვერ გაიგო, რაზე შეთანხმდნენ და რა პასუხისმგებლობა აიღეთ. სამწუხაროდ, ხელისუფლების სიტყვამ ფასი დაკარგა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ხელისუფლების გაუგებარი ნაბიჯები ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ავტორიტეტს და, რაც მთავარია, ქვეყნის ღირსებას. ამის შედეგია, ოკუპანტები ბოდიშის მოხდას რომ გვთხოვენ, ხოლო ზოგიერთები თავს უფლებას აძლევენ, თითის ქნევით გველაპარაკონ და გვიკარნახონ, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი საშინაო საკითხები. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკოსებისთვის ევროპარლამენტის წევრებისა და კონგრესმენების სიტყვა უფრო მნიშვნელოვანი და ფასეულია, ვიდრე საკუთარი მოსახლეობის. სამარცხვინოა, როცა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩებისა და დიპლომატების სადილებსა და ვახშამზე წყდება. დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს, ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლების და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულ შეთანხმებას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“,
ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია და კიდევ ერთხეელ გახდა ნათელი, რომ სააკაშვილ – ბოკერიების დანაშაულებრივ დაჯგუფებას მხოლოდ სახელმწიფოს დესტაბილიზაცია სურს.
ცვლილებეს რომელზეც ირწმუნებოდნენ,რომ სახელმწიფოს უკეთესი მომავლისთვის იყო საჭირო მხარი არ დაუჭირეს.
სააკაშვილის ”სექტის” ეს დესტრუქციული სვლა მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს მათი მიზანი არა სახელმწიფოს კეთილდღეობა და გამჭვირვალე თავისუფალი არჩევნები არამედ ნებისმიერი საშუალებით ხელისუფლებაში დაბრუნებაა !!!
136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას ესწორებოდა 142 დეპუტატი.
განხილვა დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია “ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა. პარტიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ისინი მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
გასული წლის შემდეგ კიდევ უფრო დიდ პატივს გცემთ ბ-ნ პრემიერო და ერთი წამითაც კი არ მიფიქრია,რომ შეცდომა იყო პარლამენტზე მიტანილი იერიშის მოგერიება ან მითუმეტეს დანაშაული ჩვენ გვყავს ყვლაზე ღირსეული პრემიერი Irakli Garibashvili – ს შემდეგ !!!
ბ-ნო გიორგი ჩემი თქვენდამი პატივისცემა და არამხოლოდ ჩემი გაიზრდება ერთი ორად თუ აჭარიდან ესეთი ბაღლინჯოებს როგორც რიჟვაძის კლანი და სამარცხვინო ლადო ვლაძიკა მგალობლიშვილია თუ ამოძირკვავთ და ქართული ოცნების სიაში აღარ ვიხილივათ.
ასევე ვისურვებდი ისეთი მავნებელი როგორიც მირიან ქათამაძე ქობულეთის მერი / Mirian Katamadze ა რაც შეიძლება შორს წაგეყვანათ ქობულეთიდან.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას.
თქვენს სამართლიანობაზე ბევრი მსმენია და გთხოვთ მეტი ყურადღება მოაქციოთ აჭარას. რიჟვაძე – ჩიქოვანი – ქათამაძის დანაშაულებრივი ტრიადა ღუპავს რეგიონს და დარტყმას აყენებს პარტიას !!
სანამ პატრიოტებს ბოკერიასთან თანამშრომლობას დააბრალებდეთ პირი კიდევ ერთხელ გამოირეცხეთ ოცნებაში.
აჭარის მაგალითზე გეტყვით, რეგიონულ ორგანიზაციაში დღეს უფრო მეტი ზონდერი და ბიზნეს რეკეტიორია ვიდრე ეს თავად ნაცმოძში.
მერაბიშვილ – ქარდავას ზონდერ დაჯგუფებების ზონდერ შემსრულებლები, ბ-ნ ჩიქოვანი და მთავრობის თავმჯდომარის ”პაპიკო” დავით რიჟვაძე, ქალებზე და სტუდენტებზე მოძალადე შსს ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად გამპრავებლების საპატიო აპოლოგეტი.
ქობულეთში ბიზნეს რეკეტიორი მერი რომელის სამიზნც ქართული ოცნების ძველი გვარდიელებია სწორედ.
გახარია ხოდა ბ-ნ პრემიერო ან ყურადღებას მოაქცევთ აჭარას ანარადა 2018 წლის პირველი ტური გარდაუალია.
მირიან ქათამაძის დესტრუქციულობაზე და მის მწირ ავტორიტეტზე დეკმბრიდან ვწერდი, ეხლა კი მინდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარზე გითხრათ ორიოდ სიტყვა.
დავით მჭედლიშვილი ბ-ნ დავით უაღრესად კარგი პიროვნებაა და განსხვავებით მირიან ქათამაძისა მას ნამდვილად აღელვებს მუნიციპალიტეტში და მუნიციპალიტეტის სოფლებში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, განსხვავებით მერისა,რომელიც არა პირადი რეიტინგით არამედ მხოლოდ ქართული ოცნების რეიტინგის ხარჯზე არის არჩეული მერი.
ქართულმა ოცნებამ დიდი შეცდომა დაუშვა როდესაც საკრებულოს თავმჯდომარედ ხალხსზე მზრუნველი ბ-ნ დავითი დაასახელა ხოლო მერის კანდიდატურად კი არათუ მუნიციპალიტეტის პრობლემებზე მოფიქრალი მერი არამედ ქართული ოცნების მხარდამჭერების მდევნელი ქათამაძე დაასახელა.
ბატონებო მირიან ქათამაძის მერობა დიდი შეცდომა და დანაშაულია ქობულეთს სჭირდება ქალაქზე მზრუნველი მერი და ისეთი პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანი, როგორც ბ-ნ დავით მჭედლიშვილია.
ბ-ნო მირიან მაქვს განცდა,რომ თქვენზე წარმატებულ და საზოგადოების სიყვარულით აღსავსე საკრებულოს თავმჯდმოარის მიმართ ეგოისტური ეჭვებით ხართ შებყრობილი. აცადეთ ბ-ნ დავით ხალხზე ზრუნვა.
ბ-ნ პრემიერო კარგი იქნებოდა უფრო ახლოს გაცნობოდით მირიან ქათამაძის პარტიის წინააღმდეგ მოქმედებებს, მან მინიმუმ პარტიული თანამდებობა უნდა დატოვოს.
You must be logged in to post a comment.