კალაძის მიერ წამოწყებული კამპანია ფეიკნიუსების წინააღმდეგ ცივი შხაპი იყო ლიბერალური მედიისთვის

კალაძის მიერ წამოწყებული კამპანია ფეიკნიუსების წინააღმდეგ ცივი შხაპი იყო ლიბერალური მედიისთვის და პირველი სოლიდური დარტყმაც ”სიმართლის მუშტიც” მიიღეს.

გაბუნიამ ისიც კი თქვა ზოგჯელ ჩვენც გვეშლეობაო, ანუ იმდენად არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო კალაძის პასუხები,რომ
ვერ გაექცა და აღიარა ოღონდ შეცდომა დაარქვა, მთლად ვეღარ თქვა მატყუარა ვირიშვილები ვართო.

ირაკლი ჯანყარაშვილი

“ქართულ ოცნებაში” ჩანერგილი დივერსანტები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამუშავდნენ და ამას 2020 – ს ოქტომბერშიც გააკეთებენ

“ქართულ ოცნებაში” ჩანერგილი დივერსანტები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამუშავდნენ და ამას 2020 – ს ოქტომბერშიც გააკეთებენ თუ ზომებს არ მიიღებთ – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის დანიშვნა ზარზეიმით აღნიშნეს ირაკლი შარაბიძის კაბინეტში თავად შარაბიძემ, ირაკლი დოლიძემ, მამუკა გუნდაძემ. ისინი ღიად აფიქსირებდნენ სიძულვილს არსებული ხელისუფლების მიმართ და ელოდნენ ნაცების დაბრუნებას. თავად ირაკლი შარაბიძე ხომ ლევან ვარშალომიძის წარდგინებით 2011 წელს კარბელაშვილმა დანიშნა რექტორად, ხოლო მისი სადოქოტრო თემა კი თავად გურამ ვარშალომიძემ უზრუნველყო. მამუკა გუნდაძე კი ყოფილი სამხედრო კომისარი გახლდათ, მგონი კანონთანაც ქონდა პრობლემები და 2012 წელს საკუთარ სახლში ქონდა გახსნილი შტაბი, ნუ პარტიულ კუთვნილებას აღარ ჭირდება დაფიქსირება..

შარაბიძეს ყავს სტუდენტების ის ნაწილი კომფორტულ გარემოში, რომლებიც 2018 წელს ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელთან პატარა ხეებით ხელში პერფორმანსის მთავარი სახეები იყვნენ და აპროტესტებდნენ დენდროლოგიური პარკის მოწყობას. შარაბიძე ხელს უშლიდა პირადად არჩევნების დროს სამთავრობო გუნდის გულშემატკივრებს. მას დასაქმებული ყავს აკადემიაში უახლოესი ნათესავები დაახლოებით 18-20 კაცი. სიმამრი ყავს დასაქმებული სამეურნეო სამმართველოს უფროსად და ძნელი არ არის საფუძველი და მიზანი მიხვდეს ადამიანმა, სულ ახლახანს ჯართის მიტაცების ამბავიც მიჩქმალეს ჩუმად, როგორც ვიცით ერთ-ერთი მისი გარემოცვის წევრიც კი დაიტუქსა ამ წვრილმანი გარიგებების გამო. შარაბიძეს ქონდა მამხილებელი დოკუმენტაცია სადაც ის ამხელდა იოსელიანს ლალი ხვედელიძის საზღვაო სასწავლებელის რომელიღაც აკრედიტაციია უფლების მინიჭებაში. მას ქონდა მამტკიცებელი დოკუმენტაცია ამის შესახებ და უნდა გადაეცა შესაბამისი სტრუქტურებისთვის, მაგრამ არჩევნების შემდგომ გარიგება შედგა მას და იოსელიანს შორის და “ დათბენ და დატკბენ” ეს ორი კორუმპირებული ნაცი მაღალჩინოსნები.. 2018 წლის ზაფხულში თურქეთშიც ესწრებოდა ლევან ვარშალომიძის პარტიულ კრებას და ღებულობდა დირექტივებს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ თავად თორნიკე რიჟვაძის მიმართაც არ იშურებდა კომპლიმენტებს და მოიხსენიებდა როგორც………

აკადემიაში აუდიტის სამსახურის შესვლით ნათელი აეხდება ფარდას თუ როგორ მდიდრდებიან ნაცების სათავეში დაბრუნების მოლოდინში სახელმწიფოს მტრები. გადახედეთ ლექციების საათებს და იქ ნახავთ ბევრ ისეთ ლექტორის სააათებს, რომლებიც საერთოდ არ დადიან აკადემიაში და აგრეთვე წარმოადგენენ ხელისუფლების მტრების ოჯახის წევრებს. საზღვაო აკადემიაში და საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში თავდაყირა დგას ყველაფერი ნაცებს აქვს ჩაგდებული ხელში მაღალი თანამდებობები და იქედან ეწევიან ოცნების მაღალჩინოსნების დისკრედიტაციას, განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილი იწვევს მათში გაღიზიანებას.”

ჩარეცხილი ბურჯანაძე

ბურჯანაძის აღმაფრენა დიდ პოლიტიკაში მაშინ დასრულდა როდესაც 26 მაისს სისხლიანი დარბევის დროს მომიტინგეები სამარცხვინოდ მიატოვა.

ინტელექტუალი ნინო კი მაშინ ჩაირეცხა საბოლოოდ როდესაც ბოკერიასთან ერთად ნათელაშვილის ”ფანჩატურში” ყავაზე და ნამცხვარზე საჭორაოდ დაძვრებოდა.

აი მაშინ გაპაზორდა სობოლოოდ როდესაც თაკო ჩარკვიანის სალაპარაკო გაიხადა თავი და ბოკერიასგან პანჩური მიიღო.

კახა კალაძე – დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ, დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!

დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ – დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას, – წერს „ფეისბუქში“ დედაქალქის მერი კახა კალაძე. ის მედიით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციაზე საუბრობს.

„რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო, გადამწვარ ამაზონის ტყეს რატომ დაეხმარე, რაში გაინტერესებსო, ფეისბუქზე რატომ წერო, ბოლოს – „ტიკ-ტოკი“ რატომ გაქვსო.

რაც „ქართული ოცნება“ შეიქმნა, მას მერე სულ უჩიჩხინებენ. არადა, არ უნდა ამ ადამიანს პოლიტიკასთან გაკარება, არის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე და თავის სიხარულს, ინტერესებს, გულისტკივილს, ცხოვრების საინტერესო მომენტებს გამოხატავს ისე, როგორც უნდა, როგორც ნებისმიერი თქვენგანი.

უბრალოდ, ბევრად უფრო მეტი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრების თუ თანატოლების უმეტესობა. ისე, ტყუილს ლოგიკა რად უნდა, მთავარია ვირუსივით გაავრცელო, მიახველო სახეში ეთერიდან მოსახლეობას და „ხელებიც დამიბანია“.

ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ „ფეიკმოღვაწეობაზეა“, ეს სტატუსი ისევ „მთავარ“ მატყუარაზეა… საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის.

ამორალურია ეს ყველაფერი!

დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ – დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!

#არატყუილს #არასიცრუეს“, – წერს კახა კალაძე.

ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაცია ABC გარი კასპაროვმა და სხვებმა გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მაუწყებელმა საკითხი წამოჭრა – არის თუ არა ჭადრაკი რასისტული, რადგან როგორც წესი, თეთრი ფიგურები იწყებენ სვლას

ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაცია ABC-ის სიდნეის რადიოსადგურმა საკითხი წამოჭრა – არის თუ არა ჭადრაკი რასისტული, რადგან როგორც წესი, თეთრი ფიგურები იწყებენ სვლას. ამის გამო იგი ცნობილმა რუსმა მოჭადრაკემ გარი კასპაროვმა და ავსტრალიური ჭადრაკის ყოფილმა წარმომადგენელმა ჯონ ადამსმა სოციალურ ქსელში მაუწყებელ გააკრიტიკეს, მოსაზრებას უწოდეს უაზრობა და გადასახადის გადამხდელების დოლარების ფლანგვა.

ადამსის თქმით, მას ABC-დან დაუკავშირდნენ და კომენტარი სთხოვეს იმის თაობაზე, რომ ჭადრაკში თეთრი ფიგურა იწყებს პირველი და არის თუ არა აქ რასობრივი კონტექსტი, უნდა დაიწყოს თუ არა თეთრმა თამაში. ადამსი აცხადებს, რომ მან ისინი სხვა პიროვნებასთან გადაამისამართა. შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა:  „ABC იზიარებს შეხედულებას, რომ ჭადრაკი რასისტულია, რადგან პირველი ყოველთვის თეთრები იწყებენ. გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებულული ეროვნული მაუწყებელი მარქსისტული იდეოლოგიური ჩარჩოებიდან უყურებს ყველაფერს და ყველას  ავსტრალიაში“.

„თუკი თქვენ გაწუხებთ, რომ ჭადრაკის თამაში რასისტულია, გთხოვთ ითამაშეთ ის, სადაც შავები იწყებენ პირველები იმის ნაცვლად, რომ უგუნუებად გამოიყურებოდეთ გადასახადების გადამხდელების ფულის ხარჯვით სახელმწიფო მაუწყებელში „გამოძიებისას“ – წერს გარი კასპაროვი.

წყარო: https://www.jpost.com/international/top-chess-personalities-slam-abc-for-questioning-if-chess-is-racist-632604?fbclid=IwAR2Fscv0oJO0mbWNUPv5_wwkkw0oXCPi3n0WR60rIXE9LlV79M7o-V5Mn5U

ნაციონალური მოძრაობა ვაჭრობს რურუას დაკავებით და ცდილობს დაგვაჯეროს,რომ მისი განთავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი ყო

ჰუბერტ ქნირში – გერმანიის ელჩი 8 მარტის შეთანხმებაზე და რურუას განთავისუფლების საკითხზე განმარტებებს აკეთებს.


ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

„მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც ვიყავით, იყო ის, რომ პოლარიზაცია საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ არ შეეძლოთ, შეხვედროდნენ და კომპრომისზე ემუშავათ დიპლომატების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიკისრეთ ეს როლი. მოლაპარაკებების 90 პროცენტი კონცენტრირებული იყო საარჩევნო სისტემაზე, პირდაპირი წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობაზე. რიცხვთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოდ იქნა შეთანხმებული – 30, რთული მოლაპარაკებები მიდიოდა თვეების განმავლობაში.

რეალურად, უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში პოლარიზაცია ასეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, დიპლომატების თანდასწრებით ადამიანებს ჰქონდათ გონივრული მოლაპარაკებები, ისინი იყენებდნენ არგუმენტებს და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს შესაძლებელია ქართულ პოლიტიკაში და გარკვეული მოთმინების შედეგად ჩვენ მივედით 8 მარტის კონსენსუსამდე“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

მისივე თქმით, მომავალი ორშაბათი შეთანხმების შესასრულებლად იქნება გადამწყვეტი დღე.

„ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო რვა მარტის შეთანხმების ნაწილი, მათი წარმომადგენლები პარლამენტში მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც შეთანხმება რვა მარტს იყო მიღწეული. როგორც ფასილიტატორების ჯგუფმა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გავავრცელეთ ერთი კვირის წინ, სადაც აბსოლუტურად მკაფიოდ ნათქვამია, რომ ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველა ძალამ დაუჭიროს მხარი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც არის ჩვენი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგი.

ბატონი რურუა არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში. ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. ცოტათი გაკვირვებული ვარ, რომ ახლა არის განხილვის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის შესწორებების შესაძლო ჩავარდნაზე დანაშაულის მიწერა – ოპოზიცია აცხადებს, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება პარლამენტში, უმრავლესობის პარტია იქნება დამნაშავე ამაში, უმრავლესობა კი, რა თქმა უნდა, აცხადებს, რომ თუ ის ჩავარდება, ის ჩავარდება იმიტომ, რომ თქვენ არ მიიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე არ ეხება დადანაშაულებას, არამედ დამსახურებასა და შექებას. თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება, მაშინ შექებას დაიმსახურებენ ისინი, ვინც მას მხარი დაუჭირა პარლამენტში“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

2007 წლის 7 ნოემბრის მძიმე დღეების შემდეგ დაწინაურებული კაპიტანი გიგაური გერმანიის ელჩს უნდობლობას უცხადებს

ეკა გიგაური – მიუხედავად იმისა, რა აზრი ექნება გერმანიის ელჩს, ჩემი მოსაზრება სოფო კილაძესთან დაკავშირებით არ იცვლება, ის შორს არის ადამიანის უფლებების დაცვისგან

ადამიანის უფლებები 50 – თ NGO –  დან არავის ახსენდებოდა 9 წლის განმავლობაში.
გაჩუმებული უცქერდნენ მიშა მიშას ძახილით როგორ უსწორდებოდა მშვიდობიან მომიტინგეებს რეჟიმი.
როგორ იჭერდნენ ჟურნალისტებს და როგორ არბევდნენ მედიას.

კითხეთ ვინმემ ქალბატონ კაპიტანს მისი შსს – ში მოღვაწეობის დროს იცავდა თუ არა ვინმე ადამიანის უფლებებს ? ან აძლევდა თუ არა ის არასამთვარობო სექტორს მსგავს განცხადებების გაკეთების უფლებას ?

გერმანიის ელჩის პოზიციას, რომ არ იზიარებ და მარტო შენდა ბაია ხართ ერთ აზრზე აი ამიტომაც ხართ ნაცები იქ სადაც ხართ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კახა კუკავა და გირჩი პილიტიკურ გაერთიანებას შექმნის ???

სოციალურქსელში გავრცელდა ფოტო
სადაც კახა კუკავა გირჩის ოფისში შეხვედრას მართავს

კუკავა ბოკერიასთან და ჯაფარიძესთან ერთად ხვდება სალომე სამადაშვილს და იაგო ხვიჩიას.

ფოტო არ არის კონკრეტული თარიღით თუმცა კუკავას გირჩთან და ბოკერიასთან დაძმობილება უცხო ნამდვილად არ არის.

სავარაუდოდ კახა კუკავა თავის პოლიტიკურ მომავალს გირჩთან და ბოკერიასთან ერთად ხედავს.

რომან გოცირიძეს და სამადაშვილს სასაცილოდაც კი არ ჰყოფნით, როდესაც მათ 9 წლიან დანაშაულებს ახსენებენ

სალომე სამადაშვილს მაშინაც ესეთი ირონიული ღიმილი ჰქონდა სახეზე  როდესაც სააკაშვილის რეჟიმი შუა ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს !!!

26 მაისსაც ესეთი ირონიული იყო ალბათ !!!

ესეთი ცინიზმით სავსე იყო 2008 წელსაც ? ჩვენი გმირების მცხედრები რომ მიატოვა ჩასვრილმა მთავარ სარდალმა.

ვხედავთ როგორი ირონიულია ის ნაცჯალათების მიერ ჩადენილი დანაშაულების შეხსენების დროს !!

რა თქმა უნდა ნათელია,რომ სააკაშვილის ზონდერ პარტია არაფერს არ ნანობს და უფრო მეტიც მათი პასუხი სისხლიან 9 წელზე ირონია და დაცინვაა !!!

კონგრესმენი კისინგერი აგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას და რატომღაც თვლის,რომ მან უნდა გადაწყვიტოს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი

„არ დავიწყებ განსჯას, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება“ – კონგრესმენი

-„მივიღე ინფორმაცია, ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. როგორც მივხვდი, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ხმა. მსურს, მივულოცო ყველას ეს პოზიტიური ნაბიჯი. ჩემი მოწოდებაა, 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება. არ დავიწყებ განსჯას, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ჩვენი საქმეა, გავაგრძელოთ ორივე მხარის გამხნევება, – იმუშაონ ერთობლივად და სწორედ ამას ვაკეთებ ახლა. ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება. მხარეებს შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. არ შევალ დეტალებში. შეთანხმების ყველა ხელმომწერმა იცის შეთანხმების პირობები. პარლამენტში მიღწეულია მართლა კარგი პროგრესი ამ მიმართულებით. არის კიდევ ერთი მოსმენა, დარჩენილია კიდევ ნაბიჯები. საჭიროა შეთანხმების სრულად შესრულება. ყველა ქართველი იმსახურებს, პარლამენტი წარმოადგენდეს მათ. ასევე თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულება წარმოადგენდეს ყველა ქართველს“, – განაცხადა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერიმ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა.

ნატო ვეღარ იქნება უსაფრთხოების გარანტი

ემანუელ მაკრონი – თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს და ბერლინის კონფერენციის ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულების წინააღმდეგ მიდის, ჩვენ არ შევეგუებით იმ როლს, რასაც თურქეთი ლიბიაში ასრულებს

საფრანგეთი არ მოითმენს თურქეთის სამხედრო ინტერვენციას ლიბიაში – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა და ანკარა „სახიფათო თამაშში“ დაადანაშაულა.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვწერდი,რომ ლიბიის საკითხი და თურქეთის დესტრუქციული მოქმედებები ნატოს წევრ სახელმწიფოებში დისონანსს შეიტანდა და დაძაბულობას გაზრდიდა.

ღმელთა შუა ზღვის ორი სახელმწიფოს გეოპოლიტიკურმა ინტერესბმა და ამ ინტერესების დაცვამ შეიძლება თურქეთის ნატოდან გამოსვლის საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.

საგულისხმოა,რომ ამერიკის და გერმანიის დაპირისპირებას ფრანგულ თურქული დაძაბულობა ემატება რაც ნატოს წევრი ქვეყნების პარტნიორობას მნიშვნელოვან ბზარებს უჩენს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

ბათუმი საფრთხეშია !!!

აბა ბათუმი და ბათუმელებო კარგად მოისმინეთ ეს ინფორმაცია რაშია საქმე!
სანამ თქვენ ჩუმად ხართ და ელოდებით ამ საშინელების მშენებლობას ბათუმის ნავსადგურში მანამ იხილეთ მისი ძალა და სისასტიკე!
ეს უბედურება აშშ-ში ტეხასში მოხდა 2019 წლის 27 ნოემბერს!
ამის მერე მიხვდით თუ რამხელა ბომბზე სვამს სრულიად ბათუმს ჩვენი უცოდინარი და კორუმპირებული რეგიონის მართველობა!
კითხვა ყოველ დღე უფრო აქტუალური ხდება რატომ წირავენ ბათუმს და რატომ აყენებენ ასეთი რისკის ქვეშ ბათუმელებს?!
სად აშშ-უსაფრთხოების სამსახურები და სად საქართველოსი

ტეხასი 2019 წელი