ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაცია ABC გარი კასპაროვმა და სხვებმა გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მაუწყებელმა საკითხი წამოჭრა – არის თუ არა ჭადრაკი რასისტული, რადგან როგორც წესი, თეთრი ფიგურები იწყებენ სვლას

ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაცია ABC-ის სიდნეის რადიოსადგურმა საკითხი წამოჭრა – არის თუ არა ჭადრაკი რასისტული, რადგან როგორც წესი, თეთრი ფიგურები იწყებენ სვლას. ამის გამო იგი ცნობილმა რუსმა მოჭადრაკემ გარი კასპაროვმა და ავსტრალიური ჭადრაკის ყოფილმა წარმომადგენელმა ჯონ ადამსმა სოციალურ ქსელში მაუწყებელ გააკრიტიკეს, მოსაზრებას უწოდეს უაზრობა და გადასახადის გადამხდელების დოლარების ფლანგვა.
ადამსის თქმით, მას ABC-დან დაუკავშირდნენ და კომენტარი სთხოვეს იმის თაობაზე, რომ ჭადრაკში თეთრი ფიგურა იწყებს პირველი და არის თუ არა აქ რასობრივი კონტექსტი, უნდა დაიწყოს თუ არა თეთრმა თამაში. ადამსი აცხადებს, რომ მან ისინი სხვა პიროვნებასთან გადაამისამართა. შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა: „ABC იზიარებს შეხედულებას, რომ ჭადრაკი რასისტულია, რადგან პირველი ყოველთვის თეთრები იწყებენ. გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებულული ეროვნული მაუწყებელი მარქსისტული იდეოლოგიური ჩარჩოებიდან უყურებს ყველაფერს და ყველას ავსტრალიაში“.
„თუკი თქვენ გაწუხებთ, რომ ჭადრაკის თამაში რასისტულია, გთხოვთ ითამაშეთ ის, სადაც შავები იწყებენ პირველები იმის ნაცვლად, რომ უგუნუებად გამოიყურებოდეთ გადასახადების გადამხდელების ფულის ხარჯვით სახელმწიფო მაუწყებელში „გამოძიებისას“ – წერს გარი კასპაროვი.
You must be logged in to post a comment.