
„არ დავიწყებ განსჯას, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება“ – კონგრესმენი
-„მივიღე ინფორმაცია, ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. როგორც მივხვდი, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ხმა. მსურს, მივულოცო ყველას ეს პოზიტიური ნაბიჯი. ჩემი მოწოდებაა, 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება. არ დავიწყებ განსჯას, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ჩვენი საქმეა, გავაგრძელოთ ორივე მხარის გამხნევება, – იმუშაონ ერთობლივად და სწორედ ამას ვაკეთებ ახლა. ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება. მხარეებს შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. არ შევალ დეტალებში. შეთანხმების ყველა ხელმომწერმა იცის შეთანხმების პირობები. პარლამენტში მიღწეულია მართლა კარგი პროგრესი ამ მიმართულებით. არის კიდევ ერთი მოსმენა, დარჩენილია კიდევ ნაბიჯები. საჭიროა შეთანხმების სრულად შესრულება. ყველა ქართველი იმსახურებს, პარლამენტი წარმოადგენდეს მათ. ასევე თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულება წარმოადგენდეს ყველა ქართველს“, – განაცხადა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერიმ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა.
You must be logged in to post a comment.