ბ-ნო პრემიერო თორნიკე რიჟვაძე გახვედრებთ იმ ბიზნესმენებს,რომლებიც წინასწარ გაცხრილულ სიაშია შეყვანილი და თქვენთან მთვარ პრობლემებზე საუბარს არ და ვერ გაბედავენ

ამ ბიზნესმენების ბიზნესებს პრობლემები არ ექმნება და ესენი თითზე ჩამოსათვლელია რეგიონში, აქ მთავარია კლანთან დაალაგო და ატკატი მიიტანო.

ძალიან მინდა მჯეროდეს,რომ თქვენ ამ უსამართლობას არ იცნობთ რაც დღეს, ხდება აჭარაში თორემ არ დაუშვებდით.

ბ-ნ პრემიერო თორნიკე რიჟვაძე გახვედრებთ იმ ბიზნესმენებს,რომლებიც წინასწარ გაცხრილულ სიაშია შეყვანილი და თქვენთვის მთვარ პრობლემებზე საუბარს არ და ვერ გაბედავენ.

ბათუმში და ქობულეთში შევიწროვებულია ყველა ბიზნესმენი,რომლებიც 2011 წლიდან Bidzina Ivanishvili – ს გვერდით იბრძოდა, შევიწროვებული და დატერორებულია ყველა ის ბიზნესმენი,რომლებსაც ინვესტიციის ჩადება სურს ტურისტულ სექტორში, წინაღობები ექმნება ქობულეთის მერიისგან.

მირიან ქათამაძეს საკუთარი ბიზნეს ინტერესები გააჩნია მუნიციპალიტეტში და არავის აძლევს უფლებას ჩადოს ინვესტიცია თუ ის პირად სარგებელს ვერ მიიღებს.

იკარგება სამუშაო ადგილები და იზღუდება ტურიზმის განვითარება მირიან ქათამაძე კლავს ყოველგვარ პერსპექტივას ქობულეთში, ტურიზმის განვითარების და ამას აყოლებს პარტიულ ინტერესებს.

იგივე მდგომარეობაა ბათუმშიც, თუ რიჟვაძის კლანთან არ ხარ დაახლოებული რეგიონში არაფერს წარმოადგენ, ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის,რომ ქართული ოცნება ამგვარად უხდის სამაგიეროს მათ მხარდამჭერებს რეგიონში.

ჩაერიეთ სანამ დროა და შეხვდით ტურისტულ სექტორში დასაქმებულებს და იმ ბიზნესმენებს აჭარაში, რომლებსაც რიჟვაძე – ჩიქოვანი – ქათამაძის ბიზნეს რეკეტიორი დაჯგუფება თქვენგან მალავს.

ირაკლი ჯანყარაშვილი