აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო გაკიცხა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ამერიკაში  პოლიციის ქცევისა და რასობრივი კუთხით არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს

მაიკ პომპეუ: „გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის ვენესუელა, კუბა და ჩინეთი, დიდი ხანია იყო და ახლაც რჩება დიქტატორების სამოთხედ, საბჭოს მიერ აშშ-ის თაობაზე მხარდაჭერილი რეზოლუცია ახალი უკიდურესი მაჩვენებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო გაკიცხა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ამერიკაში  პოლიციის ქცევისა და რასობრივი კუთხით არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს.

„გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის ვენესუელა, კუბა და ჩინეთი, დიდი ხანია იყო და ახლაც რჩება დიქტატორების სამოთხედ და იმ დემოკრატიებისა, რომლებიც მათ იწყნარებენ. ეს საშინელი იმედგაცრუებაა მათთვის, ვინც ჭეშმარიტად ცდილობს ადამიანის ღირსების დაფასებას. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირათ აშშ-ში პოლიციისა და რასობრივი კუთხით არსებულ მდგომარეობაზე რეზოლუციისთვის, ახალი უკიდურესი მაჩვენებელია“, – განაცხადა პომპეომ.

აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2018 წელს დატოვა.

რეზოლუციაში, რომლის მონახაზი ბურკინა ფასომ, ირანმა და „პალესტინის სახელმწიფომ“ შეადგინეს, გამოთქმულია შეშფოთება აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ადგილებში სამართალდამცავ ორგანოებში აფრიკელებისა და აფრიკული წარმომავლობის ადამიანების წინააღმდეგ არსებული რასობრივი დისკრიმინაციისა და ძალადობრივი პრაქტიკის გამო, ასევე სისხლის სამართლებრივი  სისტემისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული რასიზმის გამო.

აღნიშნული რეზოლუცია აშშ-ში გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის საქმის გამოძახილია.