
აშშ-ში ჩრდილო კაროლინას შტატში მცირე, დამოუკიდებელი გაზეთის ახალი ამბების განყოფილების რედაქტორი არეულობაში გადასულ საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდა, ვიდრე პროტესტის მონაწილეები მის სამსახურში არ შეიჭრნენ, ამ დროს კი იგი მაროდიორებისა და ვანდალისტებისგან თავის დასაცავად იძულებული გახდა სარდაფში დამალულიყო.
ლი ტაუსი ახალი ამბების პროგრესული გაზეთის – Indy Week-ის რედაქტორია. იგი გაოცებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მის ოფისში შეჭრილი არეულობის მონაწილეები მისი ბიზნესის მიმართ შემწყნარებლები არ იყვნენ.
თავდაპირველად მან ტვიტერზე დაპოსტა: „ხალხი უკიდურესად მშვიდობიანია, ბევრს პირბადე უკეთია და დისტანციის დაცვას ცდილობს“.
მოგვიანებით კი შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „მე გავედი კორიდორში, გავიგონე, რომ ოფისში ვიღაც შემოვიდა, შემდეგ ბრახუნის მსგავსი ხმა გავიგე. ახლა მე სარდაფში ვიმალები“.
მომდევნო დღეს მან ოფისში მომხდარის შესახებ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დანგრეული ოფისი ჩანს და დაწერა: „მე განადგურებული ვარ, ჩვენ პროგრესული გაზეთი გვაქვს. გასულ ღამეს მე შიგნით ვიყავი, როცა პირველი აგური ისროლეს“.













You must be logged in to post a comment.