კანადის პარლამენტში „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი ელიზაბეტ მეი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში მიიღოს ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენელი, რომელიც აშშ-იდან კანადაში თავშესაფარს მოთხოვნით ჩავა, რადგან „პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანა სახიფათო გახადა“.
„ცხადია, რომ თუკი ხარ მუსლიმი, თუკი ხარ შავკანიანი, ლათინოამერიკელი, თუკი ხარ აბორიგენი – აშშ არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ჩვენი შეთანხმება უსაფრთხო ქვეყნების შესახებ აშშ-ისთან, უბრალოდ აღარ არსებობს. ჩვენ ეს მოცემულობა ისე უნდა შევცვალოთ, რომ კანადაში თავშესაფრის მაძიებელმა ადამიანებმა ის მიიღონ. ასე, რომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს და იმიგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ უკან არ გავაბრუნოთ ადამიანები, რომლებიც ამ გარემოებებში პანდემიის დროს ჩვენს საზღვართან მოდიან, რადგან დონალდ ტრამპის გამო აშშ უკვე აღარ არის უსაფრთხო“, – აცხადებს პარლამენტარი.
ამ ინფორმაციას ავრცელებენ რეგიონების სამედიცინო ცენტრების ხელმძღვანელებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ინფიცირებული პაციენტების მიღება შეუძლიათ. ჯანდაცვის მინისტრი მათ, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარს ეუბნება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა:
ვალდებულებას ვგრძნობ თქვენს წინაშე, ვილაპარაკო სრული სიმართლე, რამდენად ძნელი და სასტიკიც არ უნდა იყოს ის. ჯანდაცვის ჩვენი სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, საავადმყოფოებში ვერ ხერხდება იმ პაციენტების მოთავსება, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.
ისეთი შემთხვევა იყო, სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო „კოვიდ-19“-ით ადამიანი გარდაიცვალა.
იყო ორი შემთხვევა, რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილების უკმარისობის გამო პაციენტი გარდაიცვალა“.
დღეს ბრისტოლში გამართულ ანტირასისტულ აქციაზე აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით გააპროტესტეს რასიზმი. მონათ მფლობელის ძეგლი მდინარეში მოისროლეს იუწყება BBC – ი
ძეგლის ჩამოგდებას წინ უძღვოდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება.
ჯორჯ ფლოიდის მხარდასაჭერმა აქციებმა ევროპაში გადმოინაცვლა. ამერიკის მსგავსად ევროპულ ქალაქებშიც აქვს ადგილი ვანდალურ აქტებს, საპროტესტო ტალღა და ”მარადიორობა” კი სულ უფრო ძლიერდება.
სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ ელისო კილაძე და მალხაზ მაჩალიკაშვილის დამცველი თამთა მიქელაძე, facebook-ის ადმინისტრაციაზე გასვლას და ჩემი ფეისბუქის გვერდის დაბლოკვას.
აღმოჩნდა, რომ საქართველოში facebook-ის წარმომადგენელი 2018 წლიდან გახლავთ ნაცმოძრაობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ნეოლიბერალი – ნინა ნუცუბიძე. ის გახლავთ facebook-ის დსთ-ს ქვეყნებზე მომუშავე სამსახურის წევრი, რომელსაც ევალება მომხმარებლების სტატუს-კომენტარების ცენზურა და კონტროლი.
ნინა ნუცუბიძე განიხილავს და წყვეტს – შეურაცხყოფისა და ბულინგის შემთხვევებს და წყვეტს სანქციებისა და მომხმარებლების ფეისბუქგვერდის ანგარიშებთან დაკავშირებულ ყველა საკითხებს.
P.S. სწორედ ნინა ნუცუბიძე აბლოკინებს facebook-ის “ქართული ოცნების” მომხმარებლებს და დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს.
მეორე ფოტოზე თქვენ ვხედავთ, რომ ნინა ნუცუბიძეს თვალბანდი უკეთია ექსტრა წარწერით, როგორსაც მაღალი ალბათობით ელისო კილაძის რძალი, განეცი დავით ხარშილაძის მეუღლე ამზადებს. წერს – ირაკლი ზაქარეიშვილი
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ანტი-რასისტული პროტესტი დღის ბოლოს უმართავ პროცესებში გადაიზარდა, მომიტინგეებმა დაიწყეს ძალადობა
ჯონსონი აღნიშნავს,რომ მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, თუმცა ძალადობრივი მოწოდებების გაკეთების უფლება არა.
საპროტესტო გამოსვლებში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილებოა,რომლებიც რასიზმსს აპროტესტებდნენ, საპროტესტო აქცია კი მოგვიანებით ძალადობრივ მოწოდებებში და ვანდალურ აქტებში გადაიზარდა.
მეტროპოლიტენის პოლიციის ზედამხედველმა ჯო ედვარსმა განცხადა, რომ პროტესტის მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა და დაშავდა 8 პოლიციელი ხოლო 12 მომიტინგე იქნა დაკავებული.
თვეების განმავლობაში ჯანდაცვის ექსპერტები ამერიკელებს მოუწოდებდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველა სიფრთხილის ზომა დაეცვათ და სრულიად აერიდებინათ თავი ფართო შეკრებებისთვის. ახლა ექსპერტების ნაწილი ახალ მესიჯს ავრცელებს – დროა სახლებიდან გახვიდეთ და რასიზმის წინააღმდეგ მასობრივ პროტესტს შეუერთდეთ – წერს Politico.
„ჩვენ ყოველთვის უნდა შევაფასოთ რისკები და სარგებელი ვირუსის კონტროლის ძალისხმევის საქმეში. ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რისკი – არ მოითხოვონ სისტემური რასიზმის დასრულება, ბევრად აჭარბებს ვირუსით გამოწვეულ ზიანს“, – წერს სოციალურ ქსელში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ჯენიფერ ნუზო.
სტატიის თანახმად, ეს მესიჯი ვრცელდება მედიაგამოცემების და ამერიკის ძალიან ცნობილი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ექსპერტების მხრიდან. მაგალითად ერთ-ერთია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილი დირექტორი ტომ ფრიდენი, რომელიც ხმამაღლა ეწინააღმდეგებოდა ეკონომიკის სწრაფად ამუშავებას, მაგრამ ახლა მასობრივ აქციებს მხარდაჭერას უცხადებს. მათი მესიჯი ასეთია – თუკი ჩვენ არ მოვაგვარებთ რასობრივ უთანასწორობას, კორონავირუსთან ბრძოლა გაცილებით რთული იქნება, ასევე არსებობს მტკიცებულებები, რომ ვირუსი გარეთ ნაკლებად ვრცელდება, განსაკუთრებით თუ ხალხი პირბადეებს ატარებს.
ტეხასის შტატის ვიცე-გუბერნატორი დენ პატრიკი აცხადებს, რომ ამერიკამ „ღმერთს უნდა მიმართოს“, თუკი რასიზმის დამარცხება სურს.
„ჩვენ გვაქვს რასიზმი ამ ქვეყანაში. თუმცა ეს ნამდვილად სიყვარულთან დაკავშირებული საკითხია. ეს ღმერთის სიყვარულია. თუკი შენ არ გიყვარს შენი ახლობელი ადამიანი, თუკი შენ არ გიყვარს ღმერთი – და ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც ნამდვილად ძლიერად ვმუშაობთ, განსაკუთრებით მემარცხენეების მიმართულება, ღმერთის გაძევებაზე. ჩვენ ამ რასიზმთან გასამკლავებლად კულტურის შეცვლა გვჭირდება. შენ ვერ შეცვლი ქვეყნის კულტურას, სანამ არ შეცვლი კაცობრიობის ხასიათს. ჩემი თვალსაზრისით, ჯორჯ ფლოიდის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ყველა შავკანიანი ამერიკელის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო. ჩვენ ბევრი რამ გვჭირდება განკურნებისთვის და ამას ვერ შევძლებთ, ვიდრე ღმერთს არ მივმართავთ და ახლა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა დენ პატრიკმა Fox News-თან საუბრისას.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვანგ ჟიგანგმა განაცხადა, რომ ამჟამად ჩინელი მეცნიერები მუშაობენ მინიმუმ ხუთი ტიპის ვაქცინაზე. ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო ტესტირება. დეპარტამენტის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებას მთელს მსოფლიოში, კვლევისა და ტესტირების დასრულების შემდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის აშშ-ის „ჩრდილოვან მმართველებს“ ებრძვის. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ტრამპის თქმით, მისთვის იმპიჩმენტის მოწყობა „ჩრდილოვანმა მმართველებმა“ სცადეს.
„მე ვებრძვი ამ ქვეყნის ჩრდილოვან მმართველებს. მე ვებრძვი ჭაობს. მე გამოვააშკარავებ ამ ჭაობს. თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც მიდის, ეს ფანტასტიკურია. მე მაქვს შანსი, გავტეხო „ჩრდილოვანი მმართველები“. ეს მანკიერი ხალხის ჯგუფია. ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. მათ არ ეგონათ, რომ მე საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებდი, მაგრამ მე მოვიგე არჩევნები. შემდეგ მათ სცადეს ჩემი თავიდან მოშორება“, – განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე გააკრიტიკა დემოკრატიული პარტია და მედია, რომელიც, მისი თქმით, „კორუფციაშია ჩაფლული“.
„მე ვებრძვი ძალიან ძლიერ პარტიას – დემოკრატებს. მე ვებრძვი ობსტრუქციონისტებს – მედიას. მედია კორუმპირებულია ამ ქვეყანაში. მედია ტოტალურად კორუმპირებულია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გაიცანით ბ-ნ ლადო მგალობლიშვილი ყოფილი რესპუბლიკელი, ქართულ ოცნებაში გადმოპორტირებული. ბ-ნ ვლადიმერის წინააღმდე დღეს სისხლისამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული დანაშაულებრივი პროექტის ლობირებისთვის. (ქიმიური ტერმინალი) სავარაუდოდ ბ-ნ მგალობლიშვილს ქიმიური ტერმინალის გაპრავებისთვის და მუცლის კარბამიდით ამოვსებისთვის, დიმიტრი ამდუშელიშვილისგან საკმაოდ სოლიდური თანხა აქვს აღებული.(აშკარა კორუფციული ნიშნები იკვეთება)
პსს ; ქიმიურ ტერმინალთან დაკავშირებით სასამართლოს პირველი ინსტანცია მოვიგეთ, რის საფუძველზეც დიმიტრი ამდუშელიშვილს დაეკისრა დამატებითი კვლევების ჩატარება გარემოზე ზემოქმედების შესახებ.
საჯარო მხილების შემდეგ ბატონი ვლადიმერი ჩემს დისკრედიტაციას გამალებით ცდილობს და მორიგჯელ აცხობს ცილისმწამებლურ სტატუსს, ქიმიური ტერმინალის პროტესტის პერიპეტიებს, თუ გადახედავთ მიხვდებით, ვინ ვის წამებს ცილს.
ბ-ნ ვლაიდმერ მგალობლიშვილი განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობს უმაღლეს საბჭოში, ეკოლოგიასთან და მუთუმეტეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგთან შეხება არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მოგვევლინა ბათუმში ”ქიმიური ტერმინალსი” გამპრავებლად თან ისე,რომ პირდაპი ეთერებში კარბამიდის ჭამასაც კი არ ერიდებ
მაშინ როდესაც არც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და არც გარემოსდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ იწუხებდა თავს იმის, ახსნით,რომ ქიმიური ტერმინალი სასარგებლოა ან უსარგებლო, (რაც სამართლიან სამართლომ დაამტკიცა რომ ტერმინალი შენდება კანონ დარღვევით და ის არის საფრთხის შემცველი ჩვენი ჯანმრთელობისთვის)
ბ-ნ ვლაიდმერი მიუხედავად ამისა თავგამოდებით ლობირებს პროექტს.
საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება,რომ მას ან თავად კომპანია ვინდერნეტმა გადაუხადა, რომელსაც ვინმე ნანა მეგრელიძის საშუალებით უკავშირდება რაც ქრთამის აღებას ნიშნავს, ან პოლიტიკურ თანამდებობას შეჰპირდა ბ-ნ რიჟვაძე და ექს პრემიერი მამუკა ბახტაძე,რომლებიც პირდაპირ ლობირებდნენ ამ პროექტს.
დიმიტრი აბდუშელიშვილზე ვწერდი თუ როგორ არის მისი კონპანიები მათშირის ვონდერნეტ ექსპრესი შემთჩნეული ”ოპიუმით” ვაჭრობაში და ახლო აღმოსავლეთის ნარკო კარტერთან დაკავშირებული.
ეხლა მინდა ბ-ნ გახარია პრემიერს და შესაბამის უწყებებს მოვუწოდო დაინტერესდით ბ-ნ მგალობლიშვილის ფიგურით საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება კორუფციის და მისი ლობისტური საქმიანობის რაც ქართული კანომდებლობით აკრძალული
როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 24 მარტს შევიტანე საჩივარი საქართველოს პროკურატურაში, 1992 წლის 3 მარტს მომხდარი საზარელი მკველობის გამოძიების განახლების მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 3 მარტს ვერელი საძმოს მიერ განხორცილდა ჩემი ოჯახის გენოციდი, რომლის დროსაც საშინელი სისასტიკით დახვრიტეს ჩემი მშობლები და სამი ძმა. ჩემი ორი ძმა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ჩემს თვალწინ დახვრიტა და საკონტროლო ტყვიები დაახალეს გიორგი (ჟორიკა)რურუამ და გიორგი რამიშვილმა (ზარალა). რამდენიმე დღის ერთ-ერთი მედია საშუალებით – ალტ-ინფო, ღიად ვამხილე ის ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ჩემი ოჯახის წევრების მკვლელობასთან. ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ჩემს მიმართ განხორცილდა მუქარა და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ვინაიდან მე ამერიკის მოქალაქე ვარ და ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღნიშნული მუქარის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი უწყებები, რის საფუძველზეც მათ უზრუნველყვეს ჩემი უსაფრთხოება.
როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მსგავსი საფრთხე დაემუქრა საქართელოში ყველა იმ მოწმეს, რომელებმაც გამოთქვეს მზადყოფნა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ამიტომ, მე მოგმართვთ თხოვნით თქვენ, როგორც სახალხო დამცველს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოთ ჩემი მოწმეების უსაფრთხოება საქართველოს ტერიტორიაზე.
You must be logged in to post a comment.