ზვიად ტომარაძე : ხელისუფლების მორიგი მავნებლობა!

ხელისუფლების მორიგი მავნებლობა!
2020 წლის 8 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით (დადგენილება №225) საქართველოში ფრინველის ხორცის იმპორტი აღარ კონტროლდება! ანუ ფრინველის ხორცში 5%-ით ზევით წყლის შემცველობაზე აკრძალვა მოიხსნა! ვინაიდან, ადგილობრივი მწარმოებლები ხორცში წყალის შეყვანის მეთოდს არ იყენებენ, შესაბამისად, ისინი ვერ იქნებიან კონკურენტუნარიანები იმპორტულ პროდუქციასთან და ამან შესაძლოა ადგილობრივი წარმოებები გააჩეროს! არსებულ ვითარებაში აღნიშნული ცვლილება არის ბოროტმოქმედება! გარდა ამისა, საქართველოს მომხმარებელი რჩება მოტყუებული! ხელისუფლება სიტყვით მხარს უჭერს ქართული წარმოების განვითარებას, საქმით კი ადგილობრივ წარმოებას კლავენ! შეგახსენებთ იმასაც, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პირველადი პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ–სგან, გარდა ნედლი ქათმის ხორცისა, რომელიც იბეგრება 18%–ით. ნათელია, რომ გაყინული ქათმის ხორცის იმპორტი ხელისუფლების ჩინოვნიკების ხელშია!

მოსკოვის თავზე დღეს 70-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გადაფრინდა

მოსკოვში, სამამულო ომში გამარჯვებაზე მიძღვნილი აღლუმის საჰაერო შოუს რეპეტიცია გაიმართა

მოსკოვის თავზე დღეს 70-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გადაფრინდა.

წყარო : TASS

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კონსტანტინე მორგოშია: გულწრფელად შემეცოდა რადგან ცხადია რაღაც უჭირის …. (ნუ გარდა იმისა რაც ისედაც ჭირს)

სოფო კილაძის სტუსზე 3 დღის წინ დავწერე აი ეს კომენტარი რაც ქვევით შემოგთვაზეთ 7 პუნქტად. ✌️( ანუ გადმოვაკოპირე) 

1) ტრანსგენდერი ქალი არა ვიცი რას ნიშნავს …. მაგრამ ეგ გამიტარებია.

2) გულწრფელად შემეცოდა რადგან ცხადია რაღაც უჭირის …. (ნუ გარდა იმისა რაც ისედაც ჭირს)

3) ნამდვილად არ მომწონს მზგავსი ადამიანების არც ცხოვრების წესი და არც მათი მორალი …. მაგრამ სასიკვდილოდ არავინ მემტება.

4) რაც შეეხება მერიის დახმარებას …. მერია ეხმარება მოხუცებს და ეს კარგია ❤️ …. ნუ თუ ეგრეთწოდებულ ტრანსგენდერებს თუ ა.შ სხვებსაც დაეხმარება ….. კი ბატონი სიკეთეს არ ააქვს: საზღვრები და ლიმიტი …. მაგრამ ამავდოულად  არც ომის ვეტერანები და სხვები უნდა დაგვავიწყდეს.

5) მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი LGBT ️‍ პრაიდების და მზგავსი პროპაგანდის …. და ცხადია მომავალშიც ვიქნები ….. პირადული ზიზღი არავის მიმართ არ მაქვს: და არც მქონია … პირიქით გულწრფელად განვიცდი მათ ესეთ მდგომარეობას. მე ვეწინააღმდეგები LGBT ️‍ პროპაგანდას და არა ამ ადამიანებს …. პირიქით მათ ვუსურვებ ჯანმრთელობას და სწორი ცხოვრების წესისკენ შემობრუნებას.

6) ჩვენ ალტ-ინფო ჯგუფი ამ პანდემიის დროს …. შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს, სხვა და სხვა სტრუქტურას თუ ორგანიზაციას დავეხმარეთ.

7) ამიტომ თუ ვინმე ითავებს ამ  ადამიანის დახმარებას და დაწერთ ანგარიშის ნომერს …. ჩვენ მიუხედავად ჩვენი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებისა მზად ვართ ფინასურად დავეხმაროთ ამ განსაცდელში მყოფ პიროვნებას.

❗️❗️❗️❗️

მოკლედ იდეაში კი ყველა საღად მოაზროვნეს მარტივად უნდა გაეგო რაც ვთქვი და აბსოლუტურმა უმრავლესობამ კიდეც გაიგო.  ✌️მაგრამ …. სამწუხაროდ ჩვენ ფლანგზე პორტირებული ნომრიანი აგენტების მიერ იმაზე გათვლილი პროვოკაციის შედეგად რომ ბევრი ტექსტს არ კითხულობს და მარტო სათაურს ეცნობა, ზოგიერთს კითხვები გაუჩნდა, ამიტომ ჩემი იმ სტატუსის მე-7 პუნქტს ( რომელიც მთლიანი კომენტარიდან კონტექსტიდან ამოჭრეს ცხადია მიზანმიმართულად ✌️) რომლის “სქრინებსაც” ამ ტექსტის ქვეშაც ვდებ დამატებით დავღეჭავ თუმცა იდეაში საჭირო არაა. ეწ-ტრანსგენდერები ავადმყოფი ადამიანები არიან, ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა და საზოგადოება გვქონდეს მაგათ უნდა ვმკურნალობდეთ. თუ ამ ხალხის ფსიქიკური რეაბილიტაციის ინიციატივა გაჩნდება ( რისი აუცილებლობაც სახეზე რომ არის, ის კადრები ვინც ნახა ყველა დამეთანხმება) ალტ-ინფო ჯგუფი მზადაა ამაში გინდ სახელმწიფოს და გინდ კერძო სტრუქტურებს ფინანსურად დაუდგეს მხარში.  ❗️❗️❗️ ქრისტიანული პრინციპია ებრძოლო ცოდვას და არა ცოდვილს. არა-ლგბტ პროპაგანდას,  კი- ტრანსგენდერების ფსიქიკურ რეაბილიტაციას. ✌️

პ.ს გულწრფელ ხალხს ცხადია არ ვგულისხმობ და არც იმათ ვინც შეცდიმაში შეიყვანეს  …. ✌️ მაგრამ ყველა მიხვდა რაც მოხდა ✌️ ….. უბრალოდ ალტ-ინფო ყავს ყელში გაჩხერილი ამ ყველა დროზე მორგებულ აგენტურას და მათ მონა-შნირებს და რა ქნან?! )) ყველას კიდია ესენი კაი ხანია და რამით ხომ უნდა მიიპყონ ყურადღება )) აბა ისე ვინ მისცემს სასუსნავას⁉️ )))

ჩვენი პარლამენტარები როგორც ვხედავთ ანგარიშვალდებული ბაია პატარაისთან გახლავთ და მათ მსგავს ფიგურებზე გადის მათი მოღვაწეობის საზომი,რომლის ერთი შექებაც ქვეყანას ურჩევნიათ

 პარლამენტარი სოფო კილაძის სტატუსს სადაც ის თვითმმართველობებს მოუწოდებს დაიხმარნონ ტრანსგენდერებს, უფლება დამცველი და ”ჩემი ფუჩუ ჩემიას” აქტივისტი ბაია პატარია მოკლე კომენტარით ეხმიანება და ქალბატონი სოფოს ამ სტატუსს იმედის მომცემად ასახელებს.

 საზოგადოების იმ ნაწილს კი,რომლის აღშფოთებაც გამოიწვია სოფო კილაძის სტატუსმა ახასიათებს როგორც ბოროტ და გაუნათლებელ საზოგადოებად.

 ჩვენი პარლამენტარები როგორც ვხედავთ ანგარიშვალდებული ბაია პატარაისთან გახლავთ და მათ მსგავს ფიგურებზე გადის მათი მოღვაწეობის საზომი,რომლის ერთი შექებაც ქვეყანას ურჩევნიათ.

ი.ჯანყარაშვილი

დონალდ ტრამპი მიჩიგანის შტატში განვითარებულ მოვლენებს ტვიტერის საშუალებით ეხმიანება

დონალდ ტრამპი მიჩიგანის შტატში განვითარებულ მოვლენებს ტვიტერის საშუალებით ეხმიანება

დონალდ ტრამპი მიჩიგანის შტატში განვითარებულ მოვლენებს ტვიტერის საშუალებით ეხმიანება და აღნიშნავს,რომ საზოგადოებას აქვს სამართლიანი პროტესტი და მიჩიგანის გუბერნატორმა ცეცხლზე ნავთი დაასხა როდესაც შეზღუდვები არ გააუქმა.
ტრამპი ასევე მოუწოდებს მიჩიგანის ხელისუფლებას დაელაპარაკოს კაპიტოლიუმში შეჭრილ ხალხს.

მიჩიგანის შტატში კაპიტოლიუმის შენობაში შეიარაღებული დემონსტრანტები შეიჭრნენ და შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ, მოგვიანებით კი გაისმოდა მოწოდებები მიჩიგანის დამოუკიდებლობის შესახებაც.

ი.ჯანყარაშვილი

გამოცემა – GUARDIAN -ს ინფორმაციით მიჩიგანის შტატში დაძაბულობაა კაპიტოლიუმის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

დემონსტრანტები თავიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ თუმცა შემდეგ ვითარება გამწვავდა

გამოცემა – GUARDIAN -ს ინფორმაციით მიჩიგანის შტატში დაძაბულობაა კაპიტოლიუმის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, შენობა დაიკავეს და ისმის შეძახილები გაუმარჯოს დამოუკიდებელი მიჩიგანის რესპუბლიკას.

დემონსტრანტები თავიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ თუმცა შემდეგ ვითარება გამწვავდა.

გამოცემა თავის გვერდზე ვიდეოსაც აქვეყნებს.
წყრაი : https://m.youtube.com/watch?v=zXXFf0Q2bcU&time_continue=31&feature=emb_logo

ი.ჯანყარაშვილმა

ვიმედოვნებ გაუნათლებლობამ ან პოპულარობის სურვილმა დააწერინა ესოდენ დიდი სისულელე ”ტროცკისტთა” რიგებიდან არ გამოსულა და პერანგის ქვეშ წითელ ყელსახვევს არ მალავს

🌀 ამონარდი ილიაუნის ლექტორის ვინმე გიორგი მაისურაძის პუბლიკაციიდან ”რადიო თავისუფლებაში გამოქვეყნებული” : ” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავისი რაციონალური პოზიციებით არასდროს ანებივრებდა არც საკუთარ მრევლს და არც იმ ქვეყანას, რომელსაც, როგორც უპატრონო საყდარს, ისე ეპატრონება. ოხუნჯობები მღვდელმთავრებისა თუ ინტელექტუალური პრეტენზიების მქონე დეკანოზებისგან თქმულ და ნაქადაგარ აბსურდებზე, რომლებსაც სამედიცინო ტერმინი დელირიუმი, ანუ ბოდვა უფრო მიესადაგება.”

გიორგი მაისურაძე

🌀 გიორგი მაისურაძის პიროვნების მოკლე ფსიქო ანალიზსს თუ გავაკეთებთ მასში აღმოვაჩენთ ”თამარ ჩერგოლეიშვილის კაც ვარიანტს” რომელსაც პოპულარობისადმი ლტოლვა არ ასვენებს და ამისთვის ყველაზე გავლენიან ინსტიტუციას საპატრიარქოს უტევს.

🌀 საქვეყნოდ ცნობილია,რომ ადამიანი რომლის მიზანიც, არის გახდეს ცნობადი სახე ან ჩაეწეროს ”სელებრითების” რიგებში ცდილობს საზოგადოებას თავი პროვოკაციული აქტებით ან განცხადებებით გააცნოს თორემ ბატონი გიორგი განათლებისგან ძალიან შორს დგას.

🌀 ლექტორი,რომ ტაძარს უსწავლელობის, უწიგნურობის და ბოდვის ბუდედ მოიხსენიებს, ამას ან გამიზნულად აკეთებს საზოგადოების მხრიდან ფართო პროტესტი,რომ მიიღოს ანაც იმდენად ბეცია,რომ პირველი ქართული უნივერსიტეტის და მწიგნობრობის აკვანის გელათის ან უჯარმის შესახებ არაფერი გაუგია.

🌀 ვიმედოვნებ გაუნათლებლობამ ან პოპულარობის სურვილმა დააწერინა ესოდენ დიდი სისულელე ”ტროცკისტთა” რიგებიდან არ გამოსულა და პერანგის ქვეშ წითელ ყელსახვევს არ მალავს. '' ჩვენი სანაქებო სტუდენტების ლექტორი''

ი.ჯანყარაშვილი

აღშფოთებული კელი ”ჭოგრიტით” ხელში

🌀 ელჩი დეგნანი პირველად ეწვია ოძისის მახლობლად არსებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს. ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას ელჩმა დაგმო ბორდერიზაციის უახლესი ქმედებები,

🌀 არაფერია ახალი უბრალოდ ეხლა ამერიკის ელჩმა კოვიდ19 ტთან ბრძოლის პერიოდში ბორდერიზაცია ცოტა უფრო მგრძნებარედ დაგმო და მის წინამორბედზე დიდი ”ჭოგრიტით” გაუხედა ოკუპანტებს.

🌀 ჩვენი პოზიცია კი თვითკმაყოფილებაა
მთავარია,ხომ ამერიკის ელჩმა დაგმო ბორდერიზაცია.

🌀 საინტერესოა რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი,რომ შეწყდება ქალბატონი კელი როგორ აღშფოთდება ???

ი.ჯანყარაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის უცხო არ არის და შესაბამისი ადგილიც აქვს მიჩენილი ქართულ პოლიტიკაში

 როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახურში ამბობენ მიხეილ სააკაშვილისთვის ვიცე პრემიერის თანამდებობა არავის შეუთავაზებია და ის ექს-პრეზიდენტმა და აპატრიტმა სააკაშვილმა თავად გამოიგონა.

”სურენ” აპატრიტი

 მოხდა მხოლოდ რადას ”სლუგა ნაროდას” ფრაქციაში განხილვა რასაც ფრაქციის უმრავლესობის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა.

 მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია საქართველოში და მის წინააღმდეგ ასევე უკრაინაში, მიმდინარეობს გამოძიება.

 შეხსენებისთვის ჯერ კიდევ გასულ წელს ვლადიმერ პუტინი თავად ითხოვდა სააკაშვილისთვის მოქალაქეობა დაებრუნებინათ და ამბობდა,რომ ის უსამართლო მმართველობის მსხვერპლი იყო.

 ასევე საგულისხმოა, ბ-ნ სააკაშვილის შემობრუნება ვლადიმერ პუტინის და რუსეთთან მიმართებაში სადაც ის რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს და ამბობს,რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მნიშვნელოვანია.

 მიხეილ სააკაშვილის ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის უცხო არ არის და შესაბამისი ადგილიც აქვს მიჩენილი ქართულ პოლიტიკაში.

ი.ჯანყარაშვილი

შალვა ნათელაშვილის მორიგი სიშლეგე და უტიფრობა ერმა კიდევ ერთხელ მოისმინა,რომელსაც აუცილებლად მისცემს შეფასებას

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომაპანია პირველის ეთერში ისაუბრა არსებულ კრიზისზე და კორონა ვირუსის პანდემიაზე

ბ-ნ შალვამ კორონავირისს კორონა დიქტატურა უწოდა და აღნიშნა,რომ ბიძინაივანიშვილმა ეს ვირუსი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

ქვეყნის მთვარმა ლეიბორისტმა ასევე ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ყველა იმ ადამიანს რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სიციალური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება სულ გაყიდულები და მუცელ ამოვსებულები უწოდა.

ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი არ მორიდებია ჩვენს სახელოვან სპორცმენებსაც და ისინი ლამის სახელმწიფოს მოღალატეებად გამოაცხადა.

შალვა ნათელაშვილის მორიგი სიშლეგე და უტიფრობა ერმა კიდევ ერთხელ მოისმინა,რომელსაც აუცილებლად მისცემს შეფასებას.

ი.ჯანყარაშვილი

რუის-ურბნისის ეპარქიისგ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

რუის-ურბნისის ეპარქიის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
უკანასკნელ ხანს, საინფორმაციო საშუალებებით: ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რუის–ურბნისის ეპარქიის შესახებ: რომ თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“.
ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართე აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი, გვარად კობაიძეა და არა – აქიაშვილი,როგორც მას იხსენიებენ.
რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა.
სამწუხაროა, რომ დღეს, ზოგიერთი ჟურნალისტი, არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა.

20 მილიონი კორონას ჩვენს გლეხებს კი კიტრის ჩითილები …

ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა ეს მცენარე აღომსავლეთშიც და დასავლეთშიც.

ბ-ნ მირიან ქათამაძე ქობულეთის მერი / Mirian Katamadze -ც არ ჩამორჩენია ტენდენციას და კიტრის ჩელენჯი დასავლეთშიც გამოაცხადა.

ქათამაძეს,რომ პრიალა ტვინი ჰქონდა და ნაოჭების არ არსებობას უჩიოდა ეს დიდი ხანია გავიგე, მაგრამ ტიტე აროშიძე თუ სოფლის მეურნეობას თავისი სიბეცით ანგრევდა ვერ წარმოვიდგენდი, რადგან ”პრიალა ტვინის” პატრონ მირიანასგან განსხვავებით მას მრჩეველთა მთელი გუნდი ჰყავს, ხოდა ვინც წელიწადის ამდროს და ამ მძიმე მდგომარეობაში ურჩია კიტრის ჩითილების დარიგება და შეუქო სოფლის მეურნეობის სამარცხვინო ბიუჯეტი, ამ ჩითილების დარგვის შემდეგ ამოსული კიტრი უნდა გაუკეთო უკან 😉 აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ი.ჯანყარაშვილი