აშშ-ში ადგილობრივი პროგრესულიგაზეთის რედაქტორს, რომელიც აქციის მონაწილეებზე წერდა, რომ უკიდურესად მშვიდობიანები არიან, დემონსტრანტებმა ოფისი დაულეწეს

აშშ-ში ჩრდილო კაროლინას შტატში მცირე, დამოუკიდებელი გაზეთის ახალი ამბების განყოფილების რედაქტორი არეულობაში გადასულ საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდა, ვიდრე პროტესტის მონაწილეები მის სამსახურში არ შეიჭრნენ, ამ დროს კი იგი მაროდიორებისა და ვანდალისტებისგან თავის დასაცავად იძულებული გახდა სარდაფში დამალულიყო.

ლი ტაუსი ახალი ამბების პროგრესული გაზეთის  – Indy Week-ის რედაქტორია. იგი გაოცებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მის ოფისში შეჭრილი არეულობის მონაწილეები მისი ბიზნესის მიმართ შემწყნარებლები არ იყვნენ.

თავდაპირველად მან ტვიტერზე დაპოსტა: „ხალხი უკიდურესად მშვიდობიანია, ბევრს პირბადე უკეთია და დისტანციის დაცვას ცდილობს“.

მოგვიანებით კი შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „მე გავედი კორიდორში, გავიგონე, რომ ოფისში ვიღაც შემოვიდა, შემდეგ ბრახუნის მსგავსი ხმა გავიგე. ახლა მე სარდაფში ვიმალები“.

მომდევნო დღეს მან ოფისში მომხდარის შესახებ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დანგრეული ოფისი ჩანს და დაწერა: „მე განადგურებული ვარ, ჩვენ პროგრესული გაზეთი გვაქვს. გასულ ღამეს მე შიგნით ვიყავი, როცა პირველი აგური ისროლეს“.

წყარო: https://thepostmillennial.com/journalist-supported-protesters-until-they-stormed-her-office?fbclid=IwAR1XuN8IMvZYQ5UUkcSWygskdGgy2VRUTZY-ftKFpLIgT00FZRFhOA52gMU

ქყვეყანაში კარანტინისგან გამოწვეულ ზარალს, ამბოხებული ბრბოს ქალაქის ქუჩებში თარეშობისგან მიყენებული ზარალი გადააჭარბებს

ამერიკაში დაღუპულებს ითვლიან კოვიდ-ინფიცირებულებს ცოტახანში დაკავებულები გაუტოლდება და ქყვეყანაში კარანტინისგან გამოწვეულ ზარალს, ამბოხებული ბრბოს ქალაქის ქუჩებში თარეშობისგან მიყენებული ზარალი გადააჭარბებს, ანუ ამერიკას სულაც არ უნდა ეშინოდეს კორონავირუსის, არამედ მორყეული სისტემის,რომლის შედეგიც დადგა დღეს.

უკვე შეუძლებელია გაიგო ვინ ვის მხარეს დგას ანაც ვინ იბრძვის, გულწრფელად რასიზმის წინააღმდეგ ან ვინ სარგებლობს შექმნილი არაულობით და უბრალოდ მარადიორობს.

საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ლიბერალური – დემოკრატიის ”ოხლოკრატიის” შესანიშნავი სახე და ნაყოფია.

დასავლური ცივილიზაცია, ამერიკული დემოკრატია, თავისუფალი სიტყვა და დეპოლიტიზირებული სასამართლო, რომელიც თითქოს ხალხზე ზრუნავს ერთი დიდი ბუტაფორიაა და მეტი არაფერი !!

ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე კი დასავლური მედია აჯანყებულების რუპორია, რომელიც მეტწილად ანტისახელმწიფოებრივად პოზიციონირებს.

ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის,რომ ჩვენთვის
დასავლური (ძირითადად ამერიკული ინსტიტუტები) გახდა საზომი სახელმწიფოებრიობის და სიტემა ცდილობს ფეხი აუწყოს იმ სახელმწიფოს წეს წყობილებას,რომელშიც დღეს ლამის სამოქალაქო ომი მძვინვარებს.
კარგად დაფიქრება გვმართებს საგარეო კურსსზე.

თამარ თორაძემ ალტ – ინფოს ეთერში ბიზნესმენი გიორგი რამიშვილის იგივე ”ზარალას” დაკავება მოითხოვა

როგორც თამარ თორაძე აცხადებს მას ურეკავენ და ემუქრებიან, რომ ზარალასთვის 100 ათასი არაფერია და ის ნებისმიერ დროს მოიცილებს მას.

თამარ თორაძე მოუწოდებს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკავოს გიორგი რამიშვილი, მისი თქმით გიორგი რამიშვილიც ერთ – ერთი მკვლელია რურუასთან ერთად.

ნათია თურნავა: გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ყალბია და მის უკან ოპოზიცია დგას

გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრიც გამოეხმაურა. მთავრობის სხდომის შემდეგ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ყალბი ინფორმაციის უკან ოპოზიცია დგას, რომელიც თავს თამაშ გარედ გრძნობს.

„ამის უკან რა თქმა უნდა, დგანან ოპოზიციური ძალები, ვინც ახლა თავს, მე მგონი ცოტა თამაშ გარედ გრძნობს, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და მოსახლეობის ძირითადი ინტერესი არის მთავრობის მიმართ და მხარდაჭერა ჩანს ყველა რეიტინგის მიხედვით. ასეთი ბოროტი სპეკულაციებით, რომლებსაც სამწუხაროდ მედიასაშუალებები იტაცებენ, ცდილობენ, რომ რაღაც ყურადღების გადატანა მოხდეს ამაზე. მე მგონი მოსახლეობას ეს ნაკლებად აინტერესებს და ტყუილად ვხარჯავთ ახლა ჩემს და თქვენს დროს “, – განაცხადა მინისტრმა.

არავინ არსად არ მიდის თეა წულუკიანი პრემიერ მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება. თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ არავინ არ სად არ მიდის და მოქმედი პრემიერ მინისტრი გუნდს ოქტომბერში საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს. 

”ბოლო პერიოდში ჩვენ ვისმენდით აქტიურად ყალბ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თეა წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ”ფეიკ ნიუსი” და ეს ჩვენ ვნახეთ. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე მივდიოდი პარლამენტის თავმჯდომარედ, ესეც ფეიკ ნიუსია. გუშინ ვიხილეთ ოპოზიციის და სხვა მედია საშუალებით შექმნილი ახალი ყალბი ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ მინისტრის გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით – ესეც არის ყალბი. 

არავინ არსად არ მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება.

ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ. ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მარტო პანდემიას დაამარცხებს, გუნდი, რომელიც უვიზო რეჟიმის მოტანასთან ერთად მოიტანს საქართველოს ევროპაში კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას, არამედ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც კიდევ ერთხელ დემოკრატიული პრინციპების დაცვით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედია საშუალებები” – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია თანამდებობას დატოვებდა. 

თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და სამოქალაქო პროტესტის მილიტარიზაციაში ადანაშაულებს

თავდაცვის ყოფილი მდივანი ჯიმ მატისი დონალდ ტრამპს ამერიკის გაყოფაში და სამოქალქო არეულობის განძრახ მილიტარიზაციაში ადანაშაულებს და აღნიშნავს,რომ არასწორია სამოქალაქო პროტესტის მილიტარიზაცია.

ჯიმ მატისი თანამდებობიდან 2018 წელს გადადგა, პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმაურება ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას და მინიაპოლისში შექმნილ არეულობას, ის აღნიშნავს,რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით მინიჭებული და ქალაქის პოლიციურ ძალების მიერ პატიმრობაში მოქცევა არშეიძლება

ეყარო:https://www.reuters.com/article/us-minneapolis-police-trump-mattis/after-long-silence-mattis-denounces-trump-and-military-response-to-crisis-idUSKBN23A3IH

Free App: https://play.google.com/store/apps/details?id=com.worldsallnews.georgianewspapers

ბარაკ ობამა: “ჩვენ არ შეგვიძლია 400 წლიანი რასიზმის დმარცხება”

ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ
განცხადა,რომ მიმდინარე არეულობები, შავკანიანთა დისკრიმინაციის ყველა საკითხს არ ეხება და საჭიროა რასიზმის წინააღმდეგ ახალი ცვლილებები.
ამერიკას არ შეუძლია აღმოფხვრას 400 წლიანი რასიზმი ერთი ხელის მოსმით, განაცხადა – ბარაკ ობამამ.

ჰონგ – კონგის სამ მილიონამდე მაცხოვრებელს დიდი ბრიტანეთი თავშესაფარს და მოქალაქეობას სთავაზობს

თუ ჩინეთი ეროვნული უსაფრთხოების კანონის აღსრულებას დაიწყებს, ბრიტანეთი ჰონგ-კონგის მცხოვრებლებს მოქალაქეობას შესთავაზებს, ამის შესახებ განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

„ჰონგ-კონგში მრავალი მცხოვრები შიშობს, რომ მათ ცხოვრების წესი საფრთხის ქვეშ არის, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა მისი შენარჩუნების პირობა დადო. თუკი ჩინეთი თავისი მოქმედებებით აჩვენებს, რომ ეს შიშები გამართლებულია, ბრიტანეთი სუფთა სინდისით ვერ აიჩეჩავს მხრებს და განზე ვერ გადგება. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას და ალტერნატიულ წინადადებას წამოვაყენებთ“, – წერს ჯონსონი საავტორო სტატიაში, რომელიც ჰონგ-კონგის გამოცემა South China Morning Post-მა გამოაქვეყნა.

მისივე განცხადებით, ჩინეთის ნაციონალური უსაფრთხოების ახალი კანონი ბრიტანეთისა და ჩინეთის 1997 წლის შეთანხმებას არღვევს.

ახალი კანონი ჩინეთმა გასულ თვეში დაამტკიცა და მას საშუალება მიეცა ჰონგ-კონგზე ძალაუფლება განავრცოს.

წყარო: https://www.scmp.com/comment/opinion/article/3087252/hongkongers-fearing-their-way-life-britain-will-provide-alternative , https://www.nationalreview.com/news/boris-johnson-offers-hong-kong-residents-refuge-path-to-u-k-citizenship-if-china-cracks-down/?fbclid=IwAR2ON4Eb2yq6gnxsxIJ9nU1ZuIpbkhmofsNi9VVcnBHjUyMW25O8U4s18UU

სომხეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სულიფრო მძიმდება

4 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის უწყებამ ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ეს ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების მორიგი „ანტირეკორდია“. ბოლო მონაცემებით, ჯამში 11,221 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ნიკოლ ფაშინიანმა 4 ივნისის დილას ფეისბუკის ლაივში განაცხადა, რომ „სიტუაცია უარესდება“ და ახლა უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათ დროულად ჰოსპიტალიზაციას ვერ მოახერხებენ, რადგანაც კლინიკები გადატვირთულია.

ტრამპმა CNN – ს ავადმყოფების ტელევიზია უწოდა

დონალდ ტრამპი ტვიტერში წერს: თუ თქვენ უყურებთ ”ფეიკ ნიუსების ტელევიზია CNN – ს” მაშინ ძალადობრივი ორგანიზაცია ”ANTIFA” წარმოდგენილი იქნება, არა როგორც მძარცველები და ვანდალები, არამედ როგორც ჩაგრული ჯგუფი.
სინამდვილეში კი ისინი უბრალოდ ანადგურებენ ყველაფერს, ძარცვავენ, იპარავენ.

ტრამპი მეორე პოსტში CNN – ს ავადმყოფების მედიად მოიხსენიებს და ამატებს,რომ ზუსტად იგივენაირად აშუქებდა ეს ტელევიზია 2016 წელსაც, მიუხედავად ამისა მან მაინც გაიმარჯვა და ამას წელსაც მოახერხებს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს,თუ როგორ არის მიკერძოებული სოციალური მედია

თეთრი სახლის პრესმდივანი:
საზოგადოებამ უნდა იცოდეს,თუ როგორ არის მიკერძოებული სოციალური მედია პრეზიდენტ ტრამპის მიმართ

თეთრი სახლის პრესმდივანი კეილი მაკენანი ”ტვიტერ” – ს მიზან მიმართულ მიკერძოებაში აკრიტიკებს, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ.

„ჩემი აზრით, დროა, ვიცოდეთ ფაქტები ონლაინ სივრცეში „ტვიტერისა“ და სხვა სოციალური მედია პლატფორმების მხრიდან მიზანმიმართული მიკერძოების შესახებ პრეზიდენტ ტრამპისა და სხვა კონსერვატორების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრესმდივანმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ყველზე დიდი დრო მიკრო ბლოგ ტივიტერს დაუთმო და ისაუბრა სოციალური მედიის მიკერძოებაზე კონსერვატიული მსოფმხედველობის პოლიტიკოსების მიმართ.

ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას მიკრო ბლოგ ”ტვიტერის” დასაცავად

ვერა იუროვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სოციალურ ქსელებს შორის მიმდინარე უთანხმოებაში „ტვიტერს“ უჭერს მხარს.

ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას მიკრო ბლოგ ”ტვიტერის” დასაცავად.

„მე მხარს ვუჭერ „ტვიტერის“ ძალისხმევას, რომ განავითაროს და დანერგოს გამჭვირვალე, მკაფიო და თანმიმდევრული მოდერაციის პოლიტიკა. აქ საქმე არ ეხება ცენზურას. აქ საქმე ეხება დადასტურებულად ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მონიშვნას, რომელმაც შეიძლება საზოგადოებას ზიანი მოუტანოს ან მედია პლატფორმის შიდა პოლიტიკის საწინააღმდეგო ინფორმაციის მონიშვნას და სარწმუნო ინფორმაციაზე ბმულის გაკეთებას“, – განუცხადა  POLITICO-ს ვერა იუროვამ.

ევროკავშირსა და ამერიკას შორის ურთიერთობები ახალ ფაზაში გადადის და ამჯერად პოზიციები სოციალურ მედიასთან დაკავშირებითაც არ მოდის თანხვედრაში.

წყარო: https://www.politico.eu/article/european-commission-vp-backs-twitter-in-trump-battle/?fbclid=IwAR28aJdKCR8WFZ6m8HXisfnjehKZ_t3KDhHfnzkAhkWByy5qY3Fz0uuq7jM