უკრაინაში სააკაშვილ – ბოკერიების იქაურ ფლანგს ჟურნალისტური გამოძიების და დოკუმენტური ფილმების რისხვა დაატყდა

ჩვენს ნაც – მედიას და ნაც -რუპორ ჟურნალისტებს, მხოლოდ მათი თავი მიაჩნია გამომძიებლ ჟურნალისტებად.
ამ დროს კი უკრაინული მედია გაცილებით ობიექტურად აფასებს მოვლენებს

უკრაინაში სააკაშვილ – ბოკერიების იქაურ ფლანგს ჟურნალისტური გამოძიების და დოკუმენტური ფილმების რისხვა დაატყდა.

რეჟიმის მამხილებელი ფილმების და სიუჟეტების ეს რაოდენობა საგულისხმო და მნიშვნელოვანია, რადგან ეტაპობრივად ერთვება სხვადასხვა ტელევიზია და თითქმის სრულად მოიცვა საეთერო სივრცე.

კონკრეტული შედეგის გარეშე არ ჩაივლის და არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი სამარცხვინოდ გააძევონ თანამდებობიდან ან საერთოდაც ბორკილებით ვიხილოთ.

“ნაცვლად იმისა, რომ გერმანიის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიჰყოლოდა და მასობრივი მკვლელების და მოძალადეების საქართველოში ექსტრადიცია განეხორციელებინათ, უკრაინის მთავრობამ ყველაფერი პირიქით გააკეთა – სააკაშვილ-ადეიშვილს ხელში უგდებს სამართალდამცავების რეფორმას, კერძოდ, პროკურატურას, და კიდევ უფრო ფულად – საბაჟო სფეროს რეფორმას”, – ამბობენ გადაცემის ავტორები.

ირაკლი ჯანყარაშვილი