
ანტირასისტულ საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან საპასუხო რეაგირების ფონზე, შოტლანდიის პარლამენტი სამართალდამცველების სპეცაღჭურვილობის, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების აშშ-ში ექსპორტის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.
შესაბამის წინადადებას მხარი კენჭისყრაზე 52-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არავინ წასულა. წინადადების თანახმად, პარლამენტი „სოლიდარობას უცხადებს მოძრაობას სახელწოდებით „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ და მიიჩნევს, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სპეცაღჭურვილობის, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების აშშ-ში ყველა საექსპორტო ლიცენზია“.
ამ დოკუმენტის ინიციატორი მწვანეთა პარტიიდან პატრიკ ჰარვი აცხადებს, რომ „ჩაგვრის იარაღი“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აქტიური საექსპორტო ლიცენზია უბოძა, გმოყენებულ იქნა „რასისტული სახელმწიფოს“ მიერ „საზოგადოების უხეში მარგინალიზებისთვის“.
ამავე წინადადებაში არის მოწოდება, რომ შოტლანდიაში შეიქმნას მონობის მუზეუმი, რომელიც „ასახავს ჩვენს ისტორიულ კავშირებს მონობით ვაჭრობასთან“.
You must be logged in to post a comment.