პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით LGBT იდეოლოგია კომუნისტურ იდეოლოგიაზე საშინელია


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაზს თქმით,  „ლგბტ იდეოლოგია“ გაცილებით დამღუპველია, ვიდრე კომუნიზმი. საარჩევნო კამპანიის დროს გამართულ ღონისძიებაზე მან აღნიშნა, რომ ის ეთანხმება იმ პოლიტიკოსებს,რომლებიც LGBT იდეოლოგიას გმობს.

„ჩემი მშობლების თაობა 40 წელი იმისთვის არ იბრძოდა, რომ კომუნისტური იდეოლოგია სხვა უფრო საშინელ LGBT – იდეოლოგიას ჩაენაცვლებინა სკოლებში.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურა, რომელიც 1 050 წლიან ისტორიაზეა დაფუძნებული. ვერ დაუშვებთ, რომ პოლონეთი წაგვართვან. ჩვენ არ დავუშვებთ ნებისმიერ იდეოლოგიას, არც კომუნისტურს, არც სოციალისტურს და არც რომელიმე სხვას, რომ ის წაგვართვას, რადგან ეს არის ჩვენი იდენტობა. დაე, არავინ ეცადოს, რომ ჩვენს შვილებს არასწორი მიმართულებით გაუძღვეს, რადგან ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა დუდამ.

წყარო: https://www.ft.com/content/f16890b1-781f-4eda-98a7-a59e3f5f8efb?fbclid=IwAR2TLrIdZVCBXYL5mjvTyKYDa293v6rzlE_E-SBdoXr8GKPVpdGaaWhmcBk