ამ ერთხელ კიდევ ვეცდები გიპასუხოთ და შემდგომ სავარაუდოდ აღარ ჩავებმები პოლემიკაში, ვინაიდან მოგეხსენებათ “ენას ძვალი არა აქვს”.

ბატონო დავით, რაღა სათავისოდ შეგეშალათ 10 ათასი ლარი 10 ათას დოლარში, ანუ სამჯერ მეტ თანხაში, რომ გაგემუქებინათ ფერები?!
მე პირადად შვილი საჯარო სკოლაში დამყავს, ხოლო ვისაც შეძლება და სურვილი აქვს კერძოშიც დაყავს. და რა გინდა ბრძანოთ რომ ვისაც კერძოში დაყავს, ყველა გაფუჭებული მილონერი და არაკაცია?!
საქართველოში უამრავი კერძო სკოლაა გახსნილი დაახლოებით ამ ფასებში, ზოგი ნაკლებში და ზოგი ბევრად მეტშიც.
რაც შეეხება ამ სკოლას, უმეტეს მშობელს ბავშვი მანდ სწორედ იმიტომ დაყავს, რომ მოარიდოს გამეფებულ მყრალ იდეოლოგიას. და ბევრი მათგანი ამისთვის წელებზე ფეხს იდგამს, რომ ბავშვი დაცულ გარემოში აღზარდოს და არა ნამეტნავისაგან დაყავს იქ.
ის კი ვისთვისაც ფულია მთავარი, რაღა ამ სკოლაში შეიყვანს ბავშვს, სადაც აღზრდის მკაცრად კონსერვატული და ტრადიციული დღის წერსიგია , არამედ შეიყვანს ამერიკულ და ევროპულ სკოლებში ( მეტი გადასახადებით) , საიდანაც “თანმედროვე, წარმატებული და პერსპექტიული” ბავშის აღზრდას შეძლებს.
თუმცა ბატონო დავით, ნაკლებად სავარაუდოა თქვენ რეალობა გაინტერესებდეთ.
რაც შემეხება მე, მადლობთ რომ მევახშეობის იარლიყი ამჯერად მომიხსენით ( რომელი საქმიანობაც მართლაც უდიდესი ცოდვაა), მაგრამ მაკლერობაში, უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვის სააგენტოში, რომელიც მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვა, გაქირავებაში ეხმარება, რას ხედავთ სამარცხვინოს?!
მე ეს პროფესია ჩემ მეგობრებთან ერთად, იმ მძიმე ეკონომიური კრიზის პერიოდში, სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ მას სხვა ბიზნესებიდან გამომდინარე იმ მძიმე რეალობისას, არ ჭირდებოდა წარმატებისთვის ქრთამები, ჩაწყობები და ა. შ.
მაქსიმუმ პრობლემა მხოლოდ ის შეიძლება ყოფილიყო, თუ ვინმე უმადური კლიენტი არ გადაგიხდიდა მომსახურების საკომისიოს, რაც არ იყო პრინციპში იშვიათი.
რაც შეეხება მერაბიშვილს და ჩამორთმეულ ქონებებს, რა თქმა უნდა ეს ხომ სრული ბოდვაა ( სამწუხაროდ თქვენ ჩვეულ სტილში), არ არსებობს ბუნებაში არცერთი მსგავსი ფაქტი.
რა თქმა უნდა ასევე აფსურდია რო მთავრობისგან ვფინანსდებოდე თუნდაც ერთი თეთრით 🙂.
ლევანი კი დაკითხვის გამო იყო თვალცრემლიანი?! თქვენ თუ ივიწყებთ, ეს იმას არ ნიშნავს რო სხვებსაც აღარ ახსოვთ, რომ სწორედ ლევანის დაკითხვისას განვითარდა თბილისში კიდევ ერთხელ, 26 მაისის, 6 მაისის, 9 აპრილის და მეტ ნაკლებად მის მაგვარი დრამატული მოქმედებები რუსთაველზე, ხელკეტებით და თვალების დათხრებით … და ორივე მხრიდან ხალხის დაზიანებებით.
ბატონო დავით, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ამ რიტორიკით და “მეკომბლეების” ძახილით პედრასტების ნარატივს ახმოვანებთ და მათ წისქვილზე ასხამთ წყალს?!
საინტერსოა ვინ დგას ეროვნული ნიშნით გამორჩეული პიროვნების ძაგების უკან და მითუმეტეს საპატრიარქოზე მიტანილი ამზრზენი შტურმის უკან.
თუმცა არც ეგაა მნიშვნელოვანი კონკრეტულად, რადგან ბოროტი რო დგას ფაქტია.
მომავალში გისურვებთ ჭეშმარიტების სამსახურს და ბინძური ცილისწამებების შეწყვეტას.
You must be logged in to post a comment.