ოპოზიციის ტრაგი კომედია გრძელდება ნიკა მაჭუტაძის პარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს !!

“ძალიან ფართო და სიღრმისეული მოლაპარაკებების შედეგად წარმოგიდგენთ “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვყავს ახალი პოლიტიკური საბჭო საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული და ამ საბჭომ თავის თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს საუკეთესო მოქალაქე, ნატო ჩხეიძე. ჩვენი პარტია, ქალბატონი ნატოს მეოხებით, გავხდით საპარლამენტო პარტია. პოლიტიკოსისთვის აუცილებელია გუნდურობა, გუნდის წევრობა, რადგან სწორედ პოლიტიკური გუნდი ქმნის კარგ და სასიკეთო რეალობას ქვეყანაში. მით უფრო აუცილებელია ოპოზიციური გუნდის წევრობა, როცა ხედავ, ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ცუდი მთავრობის შეცვლა”, – განაცხადა მაჭუტაძემ.

ნატო ჩხეიძის პრინციპულობა,რომ ვიცით ბ-ნ მაჭუტაძეს გაუჭირდებოდა იოლად დათანხმება. წინ ძალიან საინტერესო ზაფხული და კიდევ უფრო საინტერესო შემოდგომა გველოდება.