„სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საავადმყოფოებს COVID-19-ით ინფიცირებულების მიღების უფლებას არ აძლევს“ – „168.am“

სომხეთში, ბევრი ცარიელი კლინიკაა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, რსენ ტოროსიანი მათ პაციენტების მიღების უფლებას არ აძლევს.
ამ ინფორმაციას ავრცელებენ რეგიონების სამედიცინო ცენტრების ხელმძღვანელებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ინფიცირებული პაციენტების მიღება შეუძლიათ. ჯანდაცვის მინისტრი მათ, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარს ეუბნება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა:
-„სომხეთში, დღეის მდგომარეობით ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე ელოდება.
ვალდებულებას ვგრძნობ თქვენს წინაშე, ვილაპარაკო სრული სიმართლე, რამდენად ძნელი და სასტიკიც არ უნდა იყოს ის. ჯანდაცვის ჩვენი სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, საავადმყოფოებში ვერ ხერხდება იმ პაციენტების მოთავსება, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.
ისეთი შემთხვევა იყო, სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო „კოვიდ-19“-ით ადამიანი გარდაიცვალა.
იყო ორი შემთხვევა, რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილების უკმარისობის გამო პაციენტი გარდაიცვალა“.
You must be logged in to post a comment.