ჩინეთი გეგმავს თანამშრომლობას რუსეთთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადების და წარმოების პროცესში

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვანგ ჟიგანგმა განაცხადა, რომ ამჟამად ჩინელი მეცნიერები მუშაობენ მინიმუმ ხუთი ტიპის ვაქცინაზე.
ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო ტესტირება.
დეპარტამენტის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებას მთელს მსოფლიოში, კვლევისა და ტესტირების დასრულების შემდეგ.