ტეხასის შტატის ვიცე-გუბერნატორი: ”ჩვენ კულტურული ცვლილება გვჭირდება” ამერიკა რასიზმს დაამხარცხებს თუ ღმერთს მიმართავს

ტეხასის შტატის ვიცე-გუბერნატორი დენ პატრიკი აცხადებს, რომ ამერიკამ „ღმერთს უნდა მიმართოს“, თუკი რასიზმის დამარცხება სურს.

„ჩვენ გვაქვს რასიზმი ამ ქვეყანაში. თუმცა ეს ნამდვილად სიყვარულთან დაკავშირებული საკითხია. ეს ღმერთის სიყვარულია. თუკი შენ არ გიყვარს შენი ახლობელი ადამიანი, თუკი შენ არ გიყვარს ღმერთი – და ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც ნამდვილად ძლიერად ვმუშაობთ, განსაკუთრებით მემარცხენეების მიმართულება, ღმერთის გაძევებაზე. ჩვენ ამ რასიზმთან გასამკლავებლად კულტურის შეცვლა გვჭირდება. შენ ვერ შეცვლი ქვეყნის კულტურას, სანამ არ შეცვლი კაცობრიობის ხასიათს. ჩემი თვალსაზრისით, ჯორჯ ფლოიდის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ყველა შავკანიანი ამერიკელის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო. ჩვენ ბევრი რამ გვჭირდება განკურნებისთვის და ამას ვერ შევძლებთ, ვიდრე ღმერთს არ მივმართავთ და ახლა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა დენ პატრიკმა Fox News-თან საუბრისას.

წყარო: https://www.foxnews.com/media/dan-patrick-america-needs-culture-change-racism?fbclid=IwAR1UGcybKerw2Cv46Oii4fzPPmr1HSIp1Zt_4IGnDqK02ZhVgLjadUxYeF4