კანადის „მწვანეების“ ლიდერი: ტრამპის ამერიკა აღარ არის უსაფრთხო, აშშ-იდან ჩვენ საზღვრებთან მოსულ უმცირესობებს კანადამ თავშესაფარი უნდა მისცეს

კანადის პარლამენტში „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი ელიზაბეტ მეი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში მიიღოს ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენელი, რომელიც აშშ-იდან კანადაში თავშესაფარს მოთხოვნით ჩავა, რადგან „პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანა სახიფათო გახადა“.

„ცხადია, რომ თუკი ხარ მუსლიმი, თუკი ხარ შავკანიანი, ლათინოამერიკელი, თუკი ხარ აბორიგენი – აშშ არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ჩვენი შეთანხმება უსაფრთხო ქვეყნების შესახებ აშშ-ისთან, უბრალოდ აღარ არსებობს. ჩვენ ეს მოცემულობა ისე უნდა შევცვალოთ, რომ კანადაში თავშესაფრის მაძიებელმა ადამიანებმა ის მიიღონ. ასე, რომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს და იმიგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ უკან არ გავაბრუნოთ ადამიანები, რომლებიც ამ გარემოებებში პანდემიის დროს ჩვენს საზღვართან მოდიან, რადგან დონალდ ტრამპის გამო აშშ უკვე აღარ არის უსაფრთხო“, – აცხადებს პარლამენტარი.

წყარო: https://www.breitbart.com/europe/2020/06/05/canada-mp-u-s-not-safe-canada-must-accept-minorities-refugees/?fbclid=IwAR2d42FtpJ0eImAxKWVxOMYhD6aWLSTHXhzlcpfAD1llV-HmWn-VOm9wUxk