
თუ ჩინეთი ეროვნული უსაფრთხოების კანონის აღსრულებას დაიწყებს, ბრიტანეთი ჰონგ-კონგის მცხოვრებლებს მოქალაქეობას შესთავაზებს, ამის შესახებ განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
„ჰონგ-კონგში მრავალი მცხოვრები შიშობს, რომ მათ ცხოვრების წესი საფრთხის ქვეშ არის, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა მისი შენარჩუნების პირობა დადო. თუკი ჩინეთი თავისი მოქმედებებით აჩვენებს, რომ ეს შიშები გამართლებულია, ბრიტანეთი სუფთა სინდისით ვერ აიჩეჩავს მხრებს და განზე ვერ გადგება. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას და ალტერნატიულ წინადადებას წამოვაყენებთ“, – წერს ჯონსონი საავტორო სტატიაში, რომელიც ჰონგ-კონგის გამოცემა South China Morning Post-მა გამოაქვეყნა.
მისივე განცხადებით, ჩინეთის ნაციონალური უსაფრთხოების ახალი კანონი ბრიტანეთისა და ჩინეთის 1997 წლის შეთანხმებას არღვევს.
ახალი კანონი ჩინეთმა გასულ თვეში დაამტკიცა და მას საშუალება მიეცა ჰონგ-კონგზე ძალაუფლება განავრცოს.
წყარო: https://www.scmp.com/comment/opinion/article/3087252/hongkongers-fearing-their-way-life-britain-will-provide-alternative , https://www.nationalreview.com/news/boris-johnson-offers-hong-kong-residents-refuge-path-to-u-k-citizenship-if-china-cracks-down/?fbclid=IwAR2ON4Eb2yq6gnxsxIJ9nU1ZuIpbkhmofsNi9VVcnBHjUyMW25O8U4s18UU
You must be logged in to post a comment.