სომხეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სულიფრო მძიმდება

4 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის უწყებამ ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ეს ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების მორიგი „ანტირეკორდია“. ბოლო მონაცემებით, ჯამში 11,221 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ნიკოლ ფაშინიანმა 4 ივნისის დილას ფეისბუკის ლაივში განაცხადა, რომ „სიტუაცია უარესდება“ და ახლა უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათ დროულად ჰოსპიტალიზაციას ვერ მოახერხებენ, რადგანაც კლინიკები გადატვირთულია.