ეხლა კი გვინდა გავასაჯაროოთ ბულვარისა და “აჭარგანათების” შესახებ დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია.

აჭარგანათება და ბულვარი – 2018 წლის გარე განათების წერტილების მომსახურებაზეა გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება იყო დაახლოვებით 215 000 ლარი, ხოლო 2019 წლის მომსახურებაზე ხელშეკრულება გაფორმდა 265 000 ლარზე.
ღირებულების ზრდა გამოიწვია კორუფციულმა გარიგებამ ანუ 2018 წელს “აჭარგანათება”-ს 1-ც. განათების მოვლისათვის მიქონდა 3 ლარი, ხოლო 2019 წელს 1-ც განათების მოვლისათვის მიაქვს 4 ლარი. მომსახურების ფასის ზრდა დასაბუთებული არ არის და ფიზიკურად ვერც იქნება, რადგან სხვაობა 50 000 ლარი წარმოადგენს ჯინჭარაძე-თავართქილაძის ინტერესს.

1 ცალი განათების ტარიფები ნაჩვენებია ფასების ცხრილის პირველ პუნქტში. ამასთანავე თავართქილაძე პარალელურად მუშაობს “აჭარგანათებაში” და იღებს ხელფასს ანუ ერთდროულად მუშაობს (შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებში) რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე “აჭარგანათების” პროფილში საკნონტაქტო ნომრად მითითებულია თავართქილაძის ნომერი, რომელიც ბულვარის ბალანსზე ირიცხება და ყოველთვიურად სატელეფონო საუბრისთვის ერიცხება ბიუჯეტის თანხა.

ჯინჭარაძე-თავართქილაძის დუეტის მიერ “აჭარგანათებაზე” ზედმიწევნითაა მორგებული სატენდერო პირობები და შესაბამისად უკონკურენტოდ იგებს ტენდერს. თამარ თავართქილაძე და ირაკლი თოფურიძე კლასელები არიან და ძმაკაცობენ კიდეც.

კიდევ ერთი ინტერესი ჯინჭარაძე-თავართქილაძის ღვინის კუთხის აუქციონი გამოაცხადეს შეგნებულად ადრე, ტურისტული სეზონის დაწყებამდე და უკონკურენტო გარემოში მოაგებინეს დავით ჩიქოვანს აუქციონის პირობებით იჯარის ფართი შეადგენს 1 ადგილზე 12 კვ.მ, ხოლო განარჯვებულს ათვისებული აქვს გაცილებით მეტი პლიაჟზე დალაგებული აქვს მაგიდები და სკამები რაც პირობების დარღვევაა, ასევე სარგებლობს ბუკვარის ელექტრო ენერგიით უფასოდ, წესით ცალკე უნდა დადგეს აღრიცხვაზე და გადაიხადოს თანხა, მაგრამ ამის სანაცვლოდ იხდის ქრთამს და იღებს უფრო მეტს. ქრთამი კი იცით ვისია ჯინჭარაძე თავართქილაძე.

ქალბატონი თავართქილაძე ასევე მუშაობს საზღვაო ადმინისტრაციაში შესყიდვების მენეჯერად სადაც ხელფასის სახით იღებს (2600 ლარს) და საერთოდ არ დადის სამსახურში, როგორც ჩვენი წყარო იუწყება ის ფინანსების სამმართველოს უფროსს თამარ ჯინორიძეს უყოფს თავის ხელფასს და ამით აბალანსებს მის დაუსწრებლად მუშაობის გრაფიკს.