
ვერა იუროვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სოციალურ ქსელებს შორის მიმდინარე უთანხმოებაში „ტვიტერს“ უჭერს მხარს.
ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას მიკრო ბლოგ ”ტვიტერის” დასაცავად.
„მე მხარს ვუჭერ „ტვიტერის“ ძალისხმევას, რომ განავითაროს და დანერგოს გამჭვირვალე, მკაფიო და თანმიმდევრული მოდერაციის პოლიტიკა. აქ საქმე არ ეხება ცენზურას. აქ საქმე ეხება დადასტურებულად ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მონიშვნას, რომელმაც შეიძლება საზოგადოებას ზიანი მოუტანოს ან მედია პლატფორმის შიდა პოლიტიკის საწინააღმდეგო ინფორმაციის მონიშვნას და სარწმუნო ინფორმაციაზე ბმულის გაკეთებას“, – განუცხადა POLITICO-ს ვერა იუროვამ.
ევროკავშირსა და ამერიკას შორის ურთიერთობები ახალ ფაზაში გადადის და ამჯერად პოზიციები სოციალურ მედიასთან დაკავშირებითაც არ მოდის თანხვედრაში.
You must be logged in to post a comment.