ვაგრძელებთ საზღვაო სააგენტოში არსებულ დანაშაულებრივ საქმიანობაზე საუბარს, რომელიც უკვე სისტემური ხასიათის გახდა.

ეს განაპირობა უიმედობამ და უსამართლობის განცდამ, რომელიც სუფევს საზღვაო სააგენტოში თამარ იოსელიანის ხელმწიფებით ინგრევა საზღვაო სფერო და ის მეზღვაურების ნაცვლად სფეროს უცოდინარი ოფისის ”წრუწუნების ხელში აღმოჩნდა” რომლებმაც მსუყე ბიუჯეტის მქონე საზღვაო სააგენტოს ძარცვა დაიწყეს.
ეს ქალბატონი მისი მცირე გარემოცვის საშუალებით ჯერჯერობით კვლავ ოსტატურად ახერხებს თანამდებობის შენარჩუნებას.
ქაოსის პიკი უმაღლეს ნიშნულზეა ასული, მოქმედი თანამშრომლები კი ელოდებიან სამართლის აღსრულებას.
იმედგაცრუების ნიშნულიც ავტომატურად ზემოთ ადის, გამომდინარე ამ სიბინძურისა და უსამართლობისა.
ბიუჯეტიდან გაღებული კოლოსალური თანხები სააგენტოს მაღალჩინოსნების დადგეგმილ ალაფუშეტებზე და ევროპულ ვოიაჟებზე იხარჯება.
You must be logged in to post a comment.