ვაგრძელებთ საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ლუსტრაციას


სულ ტყუილად უხარია ქალბატონ იოსელიანს ძალიან მალე მოუნგრევთ(მისი ყბასავით)😁 ნაცმოძრაობის ბუდეს საზღვაო ადმინისტრაციაში და გავუშვებთ მას “დიდი ხნით დაჩაზე”

📛სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia დაინტერესდით თქვენი წარმომადგენლის საზღვაო ადმინისტრაციაში ვლადიმერ წილოსანის მუშაობით.

✔ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასევე დაინტერესდით ამ ორგანიზაციის მუშაობით ასიათასობით ლარია გაფლანგული პირადი ვოიაჟებისა და მივლინებების ხარჯზე შეუშვით, ისე იოსელიანს აუდიტის არ ეშინია ამბობს რომ ყავს მანდაც მისი ხალხი😁

ქართული ოცნება / Georgian Dream გირჩევთ დროულად დაინტერესდეთ ამ ქალბატონი თამრიკო იოსელიანით და მისი გარემოცვით, 2020 არც ისე შორს არის 😉😁

✅ საზღვაო სფერო, რომელიც წარმოადგენს დიდი ფიზიკურ ადამიანურ რესურს (11 ათასი მეზღვაური და 5 ათასი საზღვაო აკადემიის სტუდენტი, პლიუს 400მდე თანამშრომელი), რომელიც ხელში ჩაგდებული აქ ნაციონალების ღია მხარდამჭერ რგოლს, ესენი არიან საზღვაო სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, მისი მოადგილე (დედას ივანე) აბაშიძე და აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე. მათი ანტისახელმწიფოებრივი იდეების ხელისშემწყობი კი არის ოდეერი ვლადიმერ წილოსანი, რომელიც დაკავებულია თამარ იოსელიანის ინტერესების დაცვით და თავისი უფლება-მოვალეობები გვერდით აქვს გაწეული.
არ ახდენს არსებული სიტუაციის ინფორმაციის მიწოდებას თბილისზე და ამით ვაკუუმს ქმნის სააგენტოში დამკვიდრებულ ნაცმოძრაობის გულშემატკივრების კეთილდღეობაზე.
ისინი ღიად დაუპირისპირდნენ ბიძინა ივანიშვილის გულშემატკივრებს და თითქმის ყველა ჩამოიშორეს არჩევნების შემდეგ და სამსახურებიდან გაუშვეს, ან შეზღუდეს ყველანაირად. არჩევნების დროს, წინა დღეებში თამარ იოსელიანმა მოთხოვა აკადემიის რექტორს რეორგანიზაციის დაწყება, რომელმაც ძალიან ცუდათ იმოქმედა კოლექტივზე, რადგან ისედაც იციან რომ რექტორი და იოსელიანი ორივე არიან ხელისუფლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით, ღიად აფიქსირებენ მთავრობის მიმართ სიძულვილს და ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისტერიულად ნეგატიურ დამოკიდებულებას.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ზარზეიმით შეხვდნენ ამბავს რექტორის კაბინეტში ირაკლი შარაბიძე, ირაკლი დოლიძე, ზვიად შარაბიძე და მამუკა გუნდაძე.
ესენი წარმოადგნენე რადიკალურად დაპირსიპირებულ რგოლს ხელისუფლების მიმართ და არც მალავენ სიმპატიას ნაციონალური მოძრაობის მიმართ.
დღემდე არიან მოლოდინში ნაციონალური ნოძრაობის სათავეში დაბრუნების, მხოლოდ სტუდენტების ის კასტა ყავთ პრივილეგირებული(სწავლების პერიოდში არსებულ ტრეინინგებში და წახალისებებში) ვინც “ნაცმოძის” პარტიის გულშემატკივარია და ხშირად ფიქსირდებიან მათ აქციებზე.
ერთი ასეთი აქცია იყო როდესაც ნარგავებით ხელში აპროტესტდებდნენ ხეების გადაზიდვის თემას, ისინი იმართებიან ირაკლი შარაბიძის დავალებით მამუკა გუნდაძიდან და ირაკლი დოლიძიდან, რომლებიც შარაბიძეს დასაქმებული ყავს აკადემიაში.
როცა მეორე ტური დაინიშნა, ჩვენი ინფორმაციით დაიწყო სააგენტოში სიის შედგენა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ქართულ ოცნებას. შუა პროცეში, მეორე დღესვე თამარ იოსელიანმა ისტერიკა ატეხა თბილისიდან რომ თავი დაენებებინა აღნიშნულის კეთებას და არავითარი სიები არ გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, რადგან სააგენტოს ხელმძღვანელობა და ოდეერი ღიად აფიქსირებდნენ ხელისშემშლელ სვლებს ამ მიმართულებით.
პირველი ტურის შემდეგ სააგენტოში ლამის დაფრინავდა სიხარულისგან იოსელიანის გარემოცვა, რასაც დაადასტურებს კოლქტივის უმეტესობა.

ქალბატონი იოსელიანის გაარემოცვა შედგება 5-6 კაცისგან, რომლებიც დაკავებულები არიან კოლექტივში პოლიტიკური და ზოგადი განწყობის ინფორმაციის მოპოვებით(თაკო სალაყაიას დაქაალები).
აგრეთვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მათი ბრძანებით თანამშრომლები სოციალურ ქსელში-ფეისბუქზე არ “ალიქებდნენ” ქართული ოცნების მხარდამჭერ სტატუსებს, რადგან ამ ქმედებით შეიძლება იოსელიანის და მისი გარემოცვის წყენა დაემსახურებინათ.
ნუ რათქმაუნდა ისე ჩაიარა ორივე ტურმა, რომ კოლქტივში არავის მიუღია დირექტივა ხელმძღვანელობისგან მთავრობის მხარდაჭერაზე კიარა, არამედ არჩევნებზე უბრალოდ მისვლაზეც კი.
ოდეერიც და იოსელიანიც მკაცრად აკონტროლებდნენ სიტუაციას, რომ არ მომხდარიყო სახელისუფლებო კანდიდატისთვის მხარდასაჭერი მოძრაობა.

ფოტოზე: “დედას” ვანო აბაშიძე და “ბოსი” თამრიკო იოსელიანი

გაგრძელება იქნება….🤚😉