ამერიკაში რუსოფობიურმა სკანდალმა საკუთარი თავი ამოწურა

ამერიკაში რუსი ჰაკერების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, წარმოქმნილი სკანდალი მინელდა, ამერიკულ გამოცემებში აღარ შეხვდებით, ეგრედწოდებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს,რომლითაც ნენსი პელოსის არგუმენტების გამყარება და საზოგადოებრივი აზრის მომწიფება ხდებოდა, ტრამპის პუტინის აგენტად გამოსაცხადებლად.

რუსოფობიურმა სკანდალმა საკუთარი თავი ამოწურა

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდოდ რუსეთის ჩარევის ფაქტზე გამოძიება უკვე დასრულებულია.
ამერიკამ ერთხმად აღიარა,რომ ტრამპის ადმინისტრაციას საერთო,არაფერი აქვს კრემლთან.
ბრალდებები,რომელსაც დემოკრატები ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით
უყენებდნენ გაქარწყლებულია.

დემოკრატებმა განცდილი მარცხის შემდეგ ნეო – მაკარტიზმს თავი უნდა დააღწიონ და არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ, თუ რა თქმა უნდა საზოგადოების კეთილ განწყობის მოპოვება სურთ.
თუმცა წარუმატებელი იმპიჩმენტი და კიდევ უფრო ”ფეიკ” ბრალდებებით დაწყებული გამოძიება ჩაფლულია დემოკრატების რეიტინგი კი ამ გამოძიებამ მთლიანად შეიწირა.

დემოკრატებთან ერთად, ობამას ადმინისტრაციასაც მოუწია ტრამპის მისამართით ყუველა ბრალდების უარყოფა და დამამცირებელ მარცხთან შეგუება.

კიბერ კომპანია CrowdStrike – მა
კონგრესში ერთ – ერთი მოსმენის დროს აღიარა, რომ მას არანაირი მტკიცებულება, არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩარევის.

როდესაც რუსოფობია სისხლში აქვთ გამჯდარ

მიუხედავად იმისა,რომ საბოლოოდ დამტკიცდა რუსეთის, ჩაურევლობა ტრამპის პრეზიდენტად არჩევაში, კონკრესში რუსოფობიური გამოსვლები მაინც გრძელდება, დემოკრატები არასდროს შეწყვეტს მოსკოვისგან მტრის ხატის შექმნას.
მაშინ როდესაც ტრამპის იმპიჩმენტი მწიფდებოდა, ამავდროულად საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ხდებოდა, ანტირუსული კონტექსტით ამერიკელ მოქალაქეებში მოსკოვის მიმართ მტრული განწყობების გასაღვივებლად.

მოსკოვის თამაშიდან სუფთა ხელებით გასვლის შემდეგაც და სიმართლის არგუმენტირებული დასაბუთების, შემდეგაც კი არავინ ცდილობს საზოგადოებრივი აზრის რეაბილიტაციას ამერიკაში,რომ რუსეთი მართლია და ის მტერი არ არის.

დემოკრატებმა იმუშავა და მიაღწია ვაშნგტონის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს,რომელსაც ხშირშემთხვევაში საფუძველი არ გააჩნია, თუმცა ტრამპი ვერ ბედავას ურთიერთობების იმ გვარად დალაგებას,რომელიც ორი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება, იქამდე მაინც სანამ ამერიკელ მოქალაქეებს ახალ შოუს არ დაუდგამენ კარგი და ცუდი გმირების მონაწილეობით.

ირაკლი ჯანყარაშვილი