აი სადამდე დაეცა ერთ დროს ძლევამოსილი ევროპა !

ალექსანდრე მაკედონელის, გაიუს იულიუსის,  ნაპოლეონის მშობელი და ჯვაროსნული ომებით გადიდგულებული ერთ დროს ამაყი ევროპა დღეს ლიბერალ – გლობალისტებმა აი სადამდე მიიყვანა, ოსმალოს მიერ ოკუპირებული აღმოსავლეთ რომის იმპერიიდან, მარადიული ”კონსტანტინოპოლიდან” ”ბიზანტიიდან” ვიღაც ”სულთანი” რომელსაც ჩვენიც ბევრი მართების მუქარის ტონით უთვლის სტრასბურგს თუ  ხარკს არ გადამიხდი ”ჰუნთა” ურდო მონაგონი იქნება, საზღვრებს გავხსნი და ჩემს მიერვე ოკუპირებული სირიიდან მიგრანტებს შემოგისევო.

ოსმალეთის სულთანი რეჯფ ტაიფ ერდოღანი საუბრობს 3 მილიონზე მეტ მიგრანტზე,რომლის მიმართვაც შეუძლია ევროპის საზღვრებთან
საბერძნეთის, ბულგარეთი, რუმინეთის მხრიდან.
კორონა გამოვლილი ევროპისთვის (თუ მცა მერკელ – მაკრონის საემიგრაციო პოლიტიკამ ევროპას ძალიან დიდი ეთნიკური და სოციალური დარტყმა მიაყენეა კორონამდეც) ერდოღანის მიერ 3 მილიონი მიგრანტისთვის საზღვრის გახსნა, ეს ევროპას ”ალარიხის” მორიგ ომად, ”ატილას’ მიერ რომის აღებად და ”ვანდალების” მარადიორობად დაატყდება თავს.

სულთანმა კარგად იცის ოსმალეთის სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებით, შანტაჟით და მუქარით როგორ შეავსოს ხაზინა და ის ევროკავშირს ხარკს ადებს სადღაც სირიის საზღვართან ბანაკებში მის ხელში იარაღად გადაქცეული სირიელების ერთ ადგილზე გაჩერების სანაცვლოდ.

* * *
საქართველო 

ევროინტეგრაციის გზაზე ესეთი დილემის წინაშე ვდგებით.

ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ თურქეთის ყველაზე ახლო მეზობელი წევრი ქვეყანა ვიქნებით, რომელთანაც ყველაზე ახლო სახმელეთო საზღვარი აქვს, ვინ გვაძლევს იმის გარანტიას,რომ ბრიუსელსა და ანაკრას შორის დაპირისპირებაში შანტაჟის იარაღი ან მსხვერპლი არ ვიქნებით ???
ის მიგრანტთა ნაკადი,რომელსაც საბერძნეთისკენ მიმართავდა საქართველოსკენ არ დაძრავს ?
როგორც ევროკავშირზე დარტყმად !!!
ყველაფრის მკადრებელი ერდოღანი.

ავტორი: ირაკლი ჯანყარაშვილი