
თურქეთმა საბერძნეთი, კვიპროსი, ეგვიპტე, საფრანგეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები დაადანაშაულა “ბოროტების ალიანსის” შექმნაში, მას შემდეგ რაც ამ ქვეყნებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს ანკარას პოლიტიკას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ლიბიაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰამი აქსოიმ თქვა, რომ ეს ხუთი ქვეყანა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ქმნის ”რეგიონულ ქაოსსა და არასტაბილურობას”
ერთობლივი განცხადებით, ეგვიპტის, საბერძნეთის, კვიპროსის, საფრანგეთისა და არაბეთის გაერთიანებულ სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმო თურქეთის უკანონო ქმედებები კვიპროსის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში და მის ტერიტორიულ წყლებში.
მინისტრებმა ასევე დაგმო თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა, მათ შორის იერიში დასახლებულ პუნქტებზე.
You must be logged in to post a comment.