ქობულეთის მერი მუნიციპალიტეტის სოფლებში გლეხებს დასცინის

12 მაისს, ქობულეთის, მუნიციპალიტეტში
სოფელ ოჩხამურში მცხოვრები მოსახლეობა სოციალური მოთხოვნებით აქციას მართავს. სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ ჩაის ყოფილი პლანტაციები, რომელიც ამ დროისთვის მოუვლელია, სარგებლობის უფლებით სოფლის მოსახლეობას გადაეცეს.

აი ეს ხდება ქობულეთში დღეს !! მაშინ როდესაც ჩვენს გლეხებს რეალური დახმარება სჭირდებათ და არა ისეთი ”კლოუნების” თანაგრძნობა როგორიც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძეა !!

სოფლის მცხოვრებლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მირიან ქათამაძის ბრძანებით არ აძლევს უფლებას გამოიყენოს მიწის ნაკვეთები და მოახდინონ მისი დამუშავება, თვითონ მირიანი კი გლეხებს ამ მძიმე პერიოდში კიტრის – ჩითილებით ეხმარება და ამას სააკაშვილის სტილში პომპეზურად გვაუწყებს !!