გერმანიის მინისტრთა კაბინეტი პოზიტიურად არის განწყობილი Nord Stream-2 – ს მიმართ, რომლის დასრულების შემდეგ ევროპას გაზი უკრაინის გვერდის ავლით მიეწოდება.

ანგელა მერკელის განცხადებით კი გერმანია გააგრძელებს პოლიტიკურ მხარდაჭერას პროექტის.
პოლიტიკური პარტია ”ალტერნატივა გერმიისთვის” ბუნდესტაგში დებატების მოწყობას ითხოვდა პროექტთან დაკავშირებით რასაც მინისტრთა კაბინეტმა და ანგელა მერკელმა უპასუხა,რომ პროექტს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება.
პროექტის დასრულების შემდეგ ევროპას გაზი უკრაინის გვერდის ავლით მიეწოდება, რაც უკრაინის ენერგო დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის, მიუხედავად ამისა პროექტს აქტიურად უჭერს მხარს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც,
გასულ წელს თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უარყოფითი შეფასება მისცა პროექტს და სანქციებითაც კი დაემუქრა გერმანიას თუმცა ანგელა მერკელს მიაჩნია,რომ ამერიკული სანქციები იმდენად სუსტი იქნება,რომ პროექტის დასრულებას ხელს ვერ შეუშლის.
მოკლედ საკითხი ასე დგას : საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინა გაწირა და მარტო დატოვა რუსულ ენერგო რესურსებთან,რომელზეც უკრაინა თითქმის სრულად არის დამოკიდებული, პროექტს ბუნებრივია მხარს არ უჭერს ტრამპის ადმინისტრაცია, საქართველოს უკრაინასთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობის მიუხედავად პოზიცია არც ევროსაბჭოში არ დაუფიქსირებია, მითუმეტეს,რომ ევრო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
You must be logged in to post a comment.