ინგლისში ვარაუდობენ,რომ კიმ ჩენ ინი გარდაცვლილია და მედია თავის ორეულს აჩვენებს

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყოფილმა წევრი და მწერალი ლუიზა მენსჩი ვარაუდობს, რომ სხვადასხვა ფორმის კბილები ჩანს კიმ ჩენ-ინის ჩრდილოეთ კორეის მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც ის სასუქების ქარხნის გახსნის ცერემონიალზე იმყოფება.

მენსჩის აზრით, ადრე DPRK– ს ლიდერს უნაკლო კბილები ჰქონდა, ყველა კბილი თანაბრად იყო.  გამოქვეყნებულ ფოტოში კი კიმი ჩენ ინის კბილები უსწორმასწოროა.

”ეს არ არის იგივე ადამიანი. მაგრამ მე არ ვაპირებ კამათს,” ციტირებს მენსჩი ბრიტანულ გამოცემასთან Daily Mail.

მწერლის მოსაზრებას ბევრი ინტერნეტ მომხმარებელი იზიარებს და აღნიშნავენ,რომ კიმ ჩენ ინის სხვაგვარი კბილები ჰქონდა.