აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაწერილი გაუგზავნა ვლადიმერ პუტინს სადაც საუბარია ბირთვული სამიტის ჩატარებაზე

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა
წერილი გაუგზავნა ვლადიმერ პუტინს სადაც საუბარია ბირთვული სამიტის ჩატარებაზე, ამ დროისთვის მხოლოდ ის გახდა ცნობილი,რომ სამიტის ჩატარების ადგილითან დაკავშირებით იმართება მოლაპარაკებები.

აშშ-ს ელჩმა მოსკოვში ჯონ სალივანმა
ინტერფაქსთან ინტერვიუში განაცხადა,რომ ამერიკა მზად არის ბირთვული სამიტის ჩატარებისთვის
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლახანს ამერიკულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს გადასცა მისი კოლეგის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მესიჯი.  სალივანის თქმით, დონალდ ტრამპი სურვილს გამოთქვამს, რომ “ბირთვული სამიტის” ორგანიზება მოეწყოს.  ამ ეტაპზე, ქვეყნის ლიდერები განიხილავენ შეხვედრის და მისი ორგანიზების დეტალებს.

ამერიკის ელჩის სალივანის განცხადებით ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის,რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს რუსეთთან.

წყარო: ”ინტერფაქსი”

ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი