🌀 ამონარდი ილიაუნის ლექტორის ვინმე გიორგი მაისურაძის პუბლიკაციიდან ”რადიო თავისუფლებაში გამოქვეყნებული” : ” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავისი რაციონალური პოზიციებით არასდროს ანებივრებდა არც საკუთარ მრევლს და არც იმ ქვეყანას, რომელსაც, როგორც უპატრონო საყდარს, ისე ეპატრონება. ოხუნჯობები მღვდელმთავრებისა თუ ინტელექტუალური პრეტენზიების მქონე დეკანოზებისგან თქმულ და ნაქადაგარ აბსურდებზე, რომლებსაც სამედიცინო ტერმინი დელირიუმი, ანუ ბოდვა უფრო მიესადაგება.”

🌀 გიორგი მაისურაძის პიროვნების მოკლე ფსიქო ანალიზსს თუ გავაკეთებთ მასში აღმოვაჩენთ ”თამარ ჩერგოლეიშვილის კაც ვარიანტს” რომელსაც პოპულარობისადმი ლტოლვა არ ასვენებს და ამისთვის ყველაზე გავლენიან ინსტიტუციას საპატრიარქოს უტევს.
🌀 საქვეყნოდ ცნობილია,რომ ადამიანი რომლის მიზანიც, არის გახდეს ცნობადი სახე ან ჩაეწეროს ”სელებრითების” რიგებში ცდილობს საზოგადოებას თავი პროვოკაციული აქტებით ან განცხადებებით გააცნოს თორემ ბატონი გიორგი განათლებისგან ძალიან შორს დგას.
🌀 ლექტორი,რომ ტაძარს უსწავლელობის, უწიგნურობის და ბოდვის ბუდედ მოიხსენიებს, ამას ან გამიზნულად აკეთებს საზოგადოების მხრიდან ფართო პროტესტი,რომ მიიღოს ანაც იმდენად ბეცია,რომ პირველი ქართული უნივერსიტეტის და მწიგნობრობის აკვანის გელათის ან უჯარმის შესახებ არაფერი გაუგია.
🌀 ვიმედოვნებ გაუნათლებლობამ ან პოპულარობის სურვილმა დააწერინა ესოდენ დიდი სისულელე ”ტროცკისტთა” რიგებიდან არ გამოსულა და პერანგის ქვეშ წითელ ყელსახვევს არ მალავს. '' ჩვენი სანაქებო სტუდენტების ლექტორი''
ი.ჯანყარაშვილი
You must be logged in to post a comment.