
ავსტრალია თუ დაიწყებს გამოძიებას ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, პეკინი მას ეკონომიკის განადგურებით ემუქრება
ჩინეთის მაღალჩინოსნები ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენებით იმუქრებიან, თუკი ავსტრალია ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების და ადრეულ ეტაპზე მასთან ბრძოლის შესახებ გამოძიებას დაიწყებს – წერს Sky News-ის ავსტრალიის გამოცემა.
ავსტრალიაში ჩინეთის ელჩი ჩენგ ჯინგი ამბობს, რომ პეკინი ავსტრალიურ პროდუქტზე ემბარგოს დააწესებს და მათ მოქალქეებს მოუწოდებს პროდუქცია არ შეიძინონ.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის მუქარებს „ეკონომიკური ძალდატანება“ უწოდა და კვლავ მოითხოვა ჩინეთში ეპიდემიის გავრცელების ადრეული ეტაპების გამოძიება.
ამერიკის და ავსტრალიის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა ჩინეთთან დაკავშირებით და ორივე სახელმწიფო ითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას.
You must be logged in to post a comment.