
ყველაფერს წარმოვიდგენდი, იმის გარდა, თუ შალვა ნათელაშვილი „ქურდული სამყაროს“ წევრი აღმოჩნდებოდა. 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს უკიდურესი ზიზღის ენით მოიხსენიებდა, თუმცა, დიპლომატიის ფარგლებს არ გაცდენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი უხამსი გამონათქვამიც არ წამოცდენია. „სისხლისმსმელი,“ „ჯალათი,“ „ტირანი“ – ასეთი ეპითეტებით და მეტაფორებით აფასებდა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას. მაგრამ მერე რატომღაც, თავად იქცა „მიშისტად“ და ამ უაღრესად რაფინირებულმა პოლიტიკოსმა მოულოდნელად თავისი ყველაზე მავნე მიდრეკილებები გამოამჟღავნა. ახლა ის სოციალურ სივრცეებში მოურიდებლად იფურთხება და ილანძღება. აგინებს ყველას, ვისაც სააკაშვილი და ნაცები გულზე არ ეხატება…

დროა ისეთი, სასწაულიც აღარ უნდა გიკვირდეს, მაგრამ შალვა ნათელაშვილმა მოულოდნელად, „ქურდული მენტალიტეტის“ სიყვარული გამოამჟღავნა და ამ ამ მიდრეკილებას წარმატებით უთავსებს ნაცების მიმართ ლაქუცის პოლიტიკას.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე, ჟურნალისტმა ირაკლი ჯანყარაშვილმა სტატია გამოვაქვეყნე, რომელშიც სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ცინიკურად ვაფასებდი. შალვა ნათელაშვილი იქ ნახსენები საერთოდ არ იყო, მაგრამ სააკაშვილის მიმართ ჩემმა ირონიამ ბატონი შალვა რატომღაც, გააშმაგა. ჯერ საჯაროდ, შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, მაგრამ მალევე წაშალა, შემდეგ კი, ფეისბუქში პირად სამესიჯოში შემომეჭრა:
აი, ე.წ. ოპოზიციის ნამდვილი სახე! ეს მათი სტილია. ”ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები არასდროს შეწყვეტენ თავდასხმას მედიაზე და ჟურნალისტებზე, არასდროს შეეგუბიან კირიტიკას და განსხვავებულ აზრს…
იქნებ, არც არის გასაკვირი, რომ შალვა ნათელაშვილი საკუთარ შვილზე უმცროს ჟურნალისტს ასეთი სკაბრეზით და ჟარგონებით მელაპარაკება? ვიდრე „მიშისტი“ გახდებოდა, ბატონი შალვა სულ სხვანაირი გახლდათ, ახლა კი, ოდესღაც თვითმყოფადი პიროვნება – ნაციონალური მოძრაობის სისხლსმოწყურებულ და სოციოპათ იმ რიგით წევრებს დაემსგავსა, სოციალურ სივრცეში შემოდგომის ბუზებივით რომ იკბინებიან, თუმცა, საზოგადოებას ამაზე მეტ ზიანს მაინც ვერ აყენებენ.
ცხონებული პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვებით ვუპასუხებ სისხლიანი ნაცმოძრაობის ტაშისმკვრელ N-1 ლეიბორისტს:
ბატონო შალვა,
„შენმა ლანძღვამ მე ვერ მავნო, შენ კი გავნო, გავნო, გავნო!“
პატივისცემით, ირაკლი ჯანყარაშვილი
Tvalsazrisi.ge
You must be logged in to post a comment.